Magdalena Posted November 7, 2022 Posted November 7, 2022 დაიწყო Stablecoin-ების აქტიური გამოყენება ლენდინგ პროტოკოლების უზრუნველყოფისთვის. ამის შესახებ საუბარია CoinMarketCap-ისა და TokenInsight-ის ანგარიშში. „USDC, USDT და DAI ჯამურად შეადგენს MakerDAO-ს და Compound-ის მოცულობის უზრუნველყოფის 58% და 52%-ს, შესაბამისად. მეორე კვარტალში მაჩვენებლები გაიზარდა 50%- და 40%-იანი მაჩვენებლებიდან“ - აღნიშნეს მკვლევარებმა. წყარო: CoinMarketCap. ექსპერტების აზრით, ლენდინგ პროექტების - MakerDAO-ს, Aave-სა და Compound-ის TVL წლის დასაწყისიდან 59%-ით, 61%-ით და 74%-ით შემცირდა, შესაბამისად. თუმცა, მესამე კვარტალში მაჩვენებლები პრაქტიკულად უცვლელი დარჩა. პლატფორმა Compound-ის წილი მთლიან მაჩვენებელში სამ თვეში 22%-დან 16%-მდე შემცირდა. DeFi ეკოსისტემებს შორის Ethereum კვლავ დომინირებს დიდი წილით. თუმცა Tron-ზე დაფუძნებული აპლიკაციების მთლიანმა TVL-მა სტაბილურად დაიწყო ზრდა Terra-ს დაშლისა და თითქმის იმავე დროს ალგორითმულ stablecoin USDD-ის გაშვების შემდეგ. წყარო: CoinMarketCap. ექსპერტებმა ასევე აღნიშნეს Optimism-ის მეორე დონის გადაწყვეტილებაზე დამყარებილი ეკოსისტემის ზრდა 161.62%-იან მაჩვენებლამდე მესამე კვარტალში. მათი დაკვირვებით პლატფორმამ მნიშვნელოვნად შეამცირა უფსკრული სეგმენტის ლიდერ Arbitrum-თან. შეგახსენებთ, რომ Compound-მა შეაჩერა ZRX, BAT, MKR და YFI ტოკენების მხარდაჭერა მათი დაბალი ლიკვიდობის გამო. https://tinyurl.com/4mxx6r6e Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.