Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

მობილური მოწყობილობების გლობალურ ბაზარზე მოთხოვნის გარკვეული კლებაა. Counterpoint Research-ის ანალიტიკოსების აზრით მიმდინარე წლის მესამე კვარტალი წლის ჭრილში ხასიათდება ბაზრის 12%-იანი შემცირებით, ხოლო მიწოდებული მოწყობილობების საერთო რაოდენობა 301 მილიონია. 

აღსანიშნავია, რომ ეს არის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ყველა წლის მესამე კვარტალში 2014 წლის შემდეგ. მაშინ კომპანიები ახერხებდნენ 330 მილიონი სმარტფონის მიწოდებას. 

ანალიტიკოსების აზრით მიწოდების შემცირების მთავარი მიზეზი პოლიტიკური დაძაბულობაა, რამაც გამოიწვია გარკვეული ეკონომიკური სირთულეები, კერძოდ, ინფლაცია, ეროვნული ვალუტების შესუსტება და რეცესიის მოლოდინი. პოზიტიური სტატისტიკა შეეხო მხოლოდ Apple-ს, რომელსაც აქვს 2%-იანი მატება. ოთხი სხვა უმსხვილესი კომპანია განიცდის ზარალს მიწოდების შემცირების სახით: Samsung - 8%-ით, Xiaomi 9%-ით, Oppo და Vivo - 23%-ით. 

image.png 

ამასთან, 2022 წლის მეორე კვარტალთან შედარებით მიწოდების მოცულობა გაიზარდა 6.5 მილიონი ერთეულით. გარდა ამისა, ექსპერტები პროგნოზირებენ ზრდას მეოთხე კვარტალში, რაც განპირობებული იქნება დამდეგი დღესასწაულებითა და ახალი iPhone 14-ის გამოშვებით. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.