Magdalena Posted November 2, 2022 Posted November 2, 2022 მობილური მოწყობილობების გლობალურ ბაზარზე მოთხოვნის გარკვეული კლებაა. Counterpoint Research-ის ანალიტიკოსების აზრით მიმდინარე წლის მესამე კვარტალი წლის ჭრილში ხასიათდება ბაზრის 12%-იანი შემცირებით, ხოლო მიწოდებული მოწყობილობების საერთო რაოდენობა 301 მილიონია. აღსანიშნავია, რომ ეს არის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ყველა წლის მესამე კვარტალში 2014 წლის შემდეგ. მაშინ კომპანიები ახერხებდნენ 330 მილიონი სმარტფონის მიწოდებას. ანალიტიკოსების აზრით მიწოდების შემცირების მთავარი მიზეზი პოლიტიკური დაძაბულობაა, რამაც გამოიწვია გარკვეული ეკონომიკური სირთულეები, კერძოდ, ინფლაცია, ეროვნული ვალუტების შესუსტება და რეცესიის მოლოდინი. პოზიტიური სტატისტიკა შეეხო მხოლოდ Apple-ს, რომელსაც აქვს 2%-იანი მატება. ოთხი სხვა უმსხვილესი კომპანია განიცდის ზარალს მიწოდების შემცირების სახით: Samsung - 8%-ით, Xiaomi 9%-ით, Oppo და Vivo - 23%-ით. ამასთან, 2022 წლის მეორე კვარტალთან შედარებით მიწოდების მოცულობა გაიზარდა 6.5 მილიონი ერთეულით. გარდა ამისა, ექსპერტები პროგნოზირებენ ზრდას მეოთხე კვარტალში, რაც განპირობებული იქნება დამდეგი დღესასწაულებითა და ახალი iPhone 14-ის გამოშვებით. https://tinyurl.com/4uvj8zy7 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.