Magdalena Posted October 29, 2022 Posted October 29, 2022 ახლო მომავალში Ryzen 7000 სერიის პროცესორებს რამდენიმე ახალი მოდელი შეემატება. ცნობილი გახდა, რომ Ryzen 7 7700 მოდელის შესახებ მონაცემები გამოჩნდა სინთეტიკურ ტესტ Geekbench-ის მონაცემთა ბაზაში. ამავე ბაზაში გამოჩნდა მოდელები Ryzen 7 7800X და Ryzen 3 7300X, რომლებიც ასევე ვერ მოხვდნენ Zen 4 არქიტექტურის დესკტოპ პროცესორების პირველ ტალღაში. ფოტოს წყარო: AMD წინამორბედ Ryzen 7 5800X-თან შედარებით Ryzen 7 7800X მოდელს ორით მეტი ბირთვი აქვს. ამრიგად, იგი შესაძლოა გახდეს AMD Ryzen სერიის პირველი დესკტოპ პროცესორი 10 ბირთვითა და 20 ნაკადით. Geekbench-ის მონაცემებით ჩიპი უზრუნველყოფს ავტომატურ აჩქარებას 5.4 გჰც-მდე და აქვს 64 მბ L3 ქეშ-მეხსიერება, რაც ორჯერ მეტია Ryzen 7 7700X-თან შედარებით. ეს გასაკვირი არ არის, რადგან 10 ბირთვი დაკომპლექტებულია ორი ჩიპლეტით, ხოლო Ryzen 7 7700X-ს აქვს მხოლოდ ერთი რვაბირთვიანი კრისტალი. ფოტოს წყარო: Geekbench პროცესორი გაიტესტა დედა დაფა Gigabyte Aorus B650-ზე. წარმადობის ერთნაკადიან ტესტში Ryzen 7 7800X-მა მოაგროვა 2097 ქულა, მრავალნაკადიანში - 16 163 ქულა. მრავალნაკადიანი წარმადობით ახალი პროცესორი ამჟამინდელი მდგომარეობით დაახლოებით 15%-ით უსწრებს Ryzen 7 7700X მოდელს. Ryzen 7 7800X-ის შედეგები. ფოტოს წყარო: Geekbench Geekbench-ის მონაცემთა ბაზაში ასევე მოცემულია ინფორმაცია ოთხბირთვიან და რვანაკადიან მოდელ Ryzen 3 7300X-ის შესახებ. ბენჩმარკის თანახმად ეს პროცესორი უზრუნველყოფს ავტომატურ აჩქარებას 5.0 გჰც-მდე და აქვს 32 მბ L3 ქეშ მეხსიერება. ფოტოს წყარო: Geekbench Ryzen 3 7300X-მა ერთბირთვიან ტესტში დააგროვა 1984 ქულა, მრავალნაკადიანში - 7682 ქულა. Ryzen 3 7300X-ის შედეგები. ფოტოს წყარო: Geekbench გასათვალისწინებელია, რომ Geekbench-ის ტესტებში, დიდი ალბათობით, მონაწილეობდნენ პროცესორის ინჟინრული ნიმუშები, რომლებიც შესაძლოა ფინალური სამომხმარებლო ვერსიებისგან განსხვავდებოდნენ სიხშირისა და ენერგომოხმარების მაჩვენებლებით. https://tinyurl.com/bd4jfbav Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.