Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია AMD-მ დააანონსა ონლაინ-ტრანსლაცია სახელწოდებით „Together we advance_gaming“, რომელიც 3 ნოემბერს გაიმართება. ეს იქნება ონლაინ-ღონისძიება, რომელიც მიეძღვნება RDNA 3 არქიტექტურაზე დამყარებულ Radeon RX 7000 ვიდეო ბარათებს - ნათქვამია პრეს-რელიზში. ტრანსლაციისთვის თვალყურის დევნება ნებისმიერ მსურველს შეუძლია კომპანიის YouTube-არხზე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: AMD 

AMD-ის ხელმძღვანელები დეტალურად ისაუბრებენ მაღალი წარმადობისა და ენერგოეფექტურობის მქონე არქიტექტურა AMD RDNA 3-ზე, რომელიც უზრუნველყოფს წარმადობის, ეფექტურობისა და ფუნქციონალურობის ახალ დონეს გეიმერებისა და კონტენტის შემქმნელებისთვის“ - აღნიშნულია პრეს-რელიზში. 

RDNA 3 არქიტეტურაზე დამყარებული გრაფიკული პროცესორები იქნება კომპანიის პირველი GPU-ები, რომლებიც რამდენიმე კრისტალისგან (ჩიპლეტებისგან) იქნება შემდგარი. ისინი დამზადდება 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით TSMC-ის მიერ. AMD-მ წარადგინა გრაფიკული პროცესორი Navi 3x (სავარაუდოდ Navi 31) ჯერ კიდევ აგვისტოში, თუმცა მისი დეტალები არ გაუსაჯაროვებია. 

რაოფიციალური წყაროების ინფორმაციით მიმდინარე წელს AMD გეგმავს ორი ვიდეო დაფა Radeon RX 7000-ის წარდგენას RDNA 3-ის ბაზაზე, რომელთა გაყიდვები დეკემბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება. მოსალოდნელია, რომ AMD-ის გრაფიკულ ამაჩქარებლებს ექნება ახალი თაობის ბუფერული მეხსიერება Infinity Cache. Ryzen 7000 სერიის პროცესორების პრეზენტაციაზე AMD-ს ხელმძღვანელმა Lisa Su-მ განაცხადა, რომ ახალი თაობის გრაფიკა უზრუნველყოფს 50%-ით მაღალ წარმადობას აქტუალურ მოდელებთან - RDNA 2 არქიტექტურაზე დამაყრებულ Radeon RX 6000-თან შედარებით. 

 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.