Magdalena Posted October 24, 2022 Posted October 24, 2022 კომპანია AMD-მ დააანონსა ონლაინ-ტრანსლაცია სახელწოდებით „Together we advance_gaming“, რომელიც 3 ნოემბერს გაიმართება. ეს იქნება ონლაინ-ღონისძიება, რომელიც მიეძღვნება RDNA 3 არქიტექტურაზე დამყარებულ Radeon RX 7000 ვიდეო ბარათებს - ნათქვამია პრეს-რელიზში. ტრანსლაციისთვის თვალყურის დევნება ნებისმიერ მსურველს შეუძლია კომპანიის YouTube-არხზე. ფოტოს წყარო: AMD „AMD-ის ხელმძღვანელები დეტალურად ისაუბრებენ მაღალი წარმადობისა და ენერგოეფექტურობის მქონე არქიტექტურა AMD RDNA 3-ზე, რომელიც უზრუნველყოფს წარმადობის, ეფექტურობისა და ფუნქციონალურობის ახალ დონეს გეიმერებისა და კონტენტის შემქმნელებისთვის“ - აღნიშნულია პრეს-რელიზში. RDNA 3 არქიტეტურაზე დამყარებული გრაფიკული პროცესორები იქნება კომპანიის პირველი GPU-ები, რომლებიც რამდენიმე კრისტალისგან (ჩიპლეტებისგან) იქნება შემდგარი. ისინი დამზადდება 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით TSMC-ის მიერ. AMD-მ წარადგინა გრაფიკული პროცესორი Navi 3x (სავარაუდოდ Navi 31) ჯერ კიდევ აგვისტოში, თუმცა მისი დეტალები არ გაუსაჯაროვებია. არაოფიციალური წყაროების ინფორმაციით მიმდინარე წელს AMD გეგმავს ორი ვიდეო დაფა Radeon RX 7000-ის წარდგენას RDNA 3-ის ბაზაზე, რომელთა გაყიდვები დეკემბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება. მოსალოდნელია, რომ AMD-ის გრაფიკულ ამაჩქარებლებს ექნება ახალი თაობის ბუფერული მეხსიერება Infinity Cache. Ryzen 7000 სერიის პროცესორების პრეზენტაციაზე AMD-ს ხელმძღვანელმა Lisa Su-მ განაცხადა, რომ ახალი თაობის გრაფიკა უზრუნველყოფს 50%-ით მაღალ წარმადობას აქტუალურ მოდელებთან - RDNA 2 არქიტექტურაზე დამაყრებულ Radeon RX 6000-თან შედარებით. https://tinyurl.com/3nbydsf4 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.