Magdalena Posted October 18, 2022 Posted October 18, 2022 Bloomberg-ის ჟურნალისტი მარკ გურმანი (Mark Gurman) აცხადებს, რომ უახლოეს დროში Apple წარადგენს განახლებულ პლანშეტ iPad Pro-ს. მან განაცხადა, რომ M2 ჩიპის მქონე 11- და 12.9-დუიმიანი ახალი iPad Pro-ების ანონსამდე რამდენიმე დღე დარჩა. პლანშეტების სახელწოდებებია J617 და J620, შესაბამისად. ფოტოს წყარო: Apple ეს არის iPad Pro პლანშეტების სერიის პირველი განახლება წელიწადნახევრის შემდეგ. ახალი მოდელების წინამორბედებისგან მთავარი განმასხვავებელი მახასიათებელია ჩიპი M2, რომელიც M1 ჩიპთან შედარებით უზრუნველყოფს წარმადობის 20%-იან ზრდას. ახალი iPad Pro-ები გარეგნულად ძალიან ჰგავს წინა ვერსიებს. უკვე მეოთხე წელია Pro სერიის პლანშეტებს იდენტური დიზაინი აქვთ ბრტყელი გვერდებით. სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. ადრე გავრცელებული ცნობებით 11-დუიმიან მოდელს უნდა ჰქონოდა mini-LED დისპლეი ისევე, როგორც ძველ 12.9-დუიმიან მოდელს, თუმცა უახლესი მონაცემებით ეს ინფორმაცია არ დასტურდება. გურმანის თქმით Apple ასევე მუშაობს საბაზისო დონის ახალ პლანშეტზე, რომელსაც ექნება USB-C პორტი და iPad Pro-ს მსგავსი დიზაინი. ცნობილია, რომ Apple არ ჩაატარებს ახალი მოწყობილობების პრეზენტაციისადმი მიძღვნილ ოქტომბრის ღონისძიებას. მოსალოდნელია, რომ ახალი iPad Pro-სა და განახლებული Mac ხაზის გამოსვლის შესახებ პრეს-რელიზსა და კომპანიის ვებ-გვერდზე გამოაცხადებენ. ახალი iPad Pro მოდელების გამოცხადების გარდა კომპანია ასევე გამოუშვებს iPadOS 16-ს. ცნობილია, რომ Apple-მა გადადო iPadOS 16-ის გამოშვება და არ წარადგინა იგი iOS-ის განახლებასთან ერთად, რათა დეველოპერებს მეტი დრო ჰქონოდათ მისი გაუმჯობესებისთვის, ასევე მრავალი ამოცანის/მრავალფანჯრიანი Stage Manager-ის ფუნქციის შემუშავებისთვის, რომელშიც ჯერ კიდევ არის ხარვეზები. Apple-ის კვარტალური ანგარიში 27 ოქტომბერს გამოქვეყნდება. როგორც წესი, კომპანია ახალ პროდუქტებს წარადგენს კვარტალური ანგარიშის გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ან კვირით ადრე. სავარაუდოდ, იგი ამ ტრადიციას წელსაც არ შეცვლის. https://tinyurl.com/mvx6bx5j Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.