Magdalena Posted October 17, 2022 Posted October 17, 2022 Binance Pool-მა განაცხადა, რომ შექმნა 500 მლნ აშშ დოლარიანი ფონდი, რათა უზრუნველყოს Bitcoin-მაინერების სასესხო დაფინანსება. ინიციატივა ორიენტირებულია როგორც საჯარო, ისე ინდუსტრიის კერძო მონაწილეებზე. კრედიტი გაიცემა 18-დან 24 თვის ვადით კრიპტოვალუტით და/ან აღჭურვილობით უზრუნველყოფით. ოქტომბერში ციფრული აქტივების მართვის კომპანია Grayscale Investments-მა გამოუშვა პროდუქტი Bitcoin-ის მაინინგის აღჭურვილობაში ერთობლივი ინვესტიციისთვის. სექტემბერში მაინინგ სერვისის პროვაიდერ Bitdeer-მა შექმნა 250 მლნ აშშ დოლარიანი ფონდი ინდუსტრიის „პრობლემური“ კომპანიებისგან აქტივების შესაძენად. იმავე თვეში მიანინგ-კომპანიამ და ქლაუდ სერვისებში კრიპტოვალუტების მოპოვების ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებების მომწოდებელმა Compute North-მა განცხადება გააკეთა გაკოტრების შესახებ. Arcane Research-ის თანახმად ინდუსტრიის საჯარო კომპანიების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ზარალი განიცადა თავიანთ ბალანსზე წარმატებული 2021 წლის მიუხედავად. ადრე Binance-მა აამოქმედა მაინინგ-პული, რომელიც ორიენტირებულია Ethereum PoW ტოკენების მაინინგზე. https://tinyurl.com/2s3b5v67 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.