Jump to content

Recommended Posts

Posted

მიუხედავად იმისა, რომ AMD Radeon HD 6790-ის ოფიციალური ანონსი მხოლოდ 5 აპრილისთვის არის დაგეგმილი, ინფორმაცია მისი ფოტოსურათებისა და მახასიათებლების შესახებ უკვე ვრცელდება. როგორც უკვე იცით, Sapphire-მა უკვე წარმოადგინა ვიდეობარათის საკუთარი ვერსია, ამჯერად კი, ეს პროდუქტი წარმოადგინა კომპანია MSI-მაც.

ახალი ნაწარმი, სავარაუდოდ მიიღებს სახელწოდება R6790-2PM2D1GD5-ს და გამოშვებულ იქნება აგრესიულ შავ-წითელ ფერთა გამაში. თუმცა, თვალშისაცემი გაფორმების მიუხედავად, ის იმუშავებს სტადარტულ ტაქტურ სიხშირეებზე: 840 და 4200 მჰზ - GPU/მეხსიერებისათვის შესაბამისად. GDDR5-ის ოდენობა 1 გბ-ია, ხოლო ინტერფეისის კი - 256 ბიტი.

223acd74f706.jpg

გარდა ამისა, MSI-ის ახალი ვიდეობარათი აღჭურვილი იქნება ხუთი ვიდეო-გასასვლელით: ორ-ორი DVI და Mini DisplayPort, ერთი HDMI.

გაგრილების სისტემა Sapphire-ის პროდუქტის მსგავსია - ორივეგან, ჩვენ ვხედავთ ცენტრალურ ვენტილატორს, რომელიც მუშაობს ალუმინის რადიატორისა და სამი სპილენძის ჰითპაიპთან ერთად. სისტემურ ბლოკში, აღნიშნული ბარათები იკავებენ გაფართოების ორ სლოტს.

MSI R6790-2PM2D1GD5-ის ღირებულება უცნობია, თუმცა ცნობები მის შესახებ, 5 აპრილს გავრცელდება.

f714ef6862eb.jpg

bb4575d4e7c2.jpg

  • Upvote 3
Posted

იაფიც ეღიერება ალბად 6850თან შედარებით :)

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.