Magdalena Posted October 13, 2022 Posted October 13, 2022 როდესაც 2019 წელს Apple-მა Qualcomm-თან გარიგების დადების შესახებ განაცხადა, კომპანია რთულ ვითარებაში იმყოფებოდა. Intel-ის 5G მოდემის მეშვეობით Qualcomm-ის მოდემზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევის გეგმა ჩაიშალა. Apple-ს მოუწია ლიცენზია Qualcomm-ისგან შეეძინა. Apple-მა და Qualcomm-მა ხელი მოაწერეს სალიცენზიო შეთანხმებას ექვსი წლის ვადით ორწლიანი ოფციონებით. ამასთან, Apple-ს არ უთქვამს უარი Qualcomm-ზე დამოკიდებულების შემცირების გეგმაზე. ხელშეკრულებაზე ხელმოწერიდან რამდენიმე თვეში მან დაახლოებით მილიარდი აშშ დოლარი დახარჯა Intel-ისგან მობილური მოდემის ბიზნესის უმეტესი წილის შესაძენად. მიუხედავად იმისა, რომ Apple Qualcomm 5G მოდემებს ყველა iPhone-ში იყენებს 2020 წლიდან iPhone 12-ით დაწყებული - საკუთარი მოდემის შემუშავება გრძელდება. Apple იმედოვნებდა, რომ შეძლებდა მომავალი წლიდან iPhone 15 სმარტფონების 80%-ის საკუთარი 5G ჩიპებით აღჭურვას, Qualcomm-ს კი მხოლოდ 20% უნდა დარჩენოდა. ეს გეგმა ჯამში ვერ რეალიზდება. Qualcomm არ აპირებს შეეგუოს iPhone-ებისთვის განკუთვნილი მოდემების ასეთ მკვეთრ შემცირებას. მას აქვს რამდენიმე პატენტი, რაც Apple-ს საკუთარი მოდემების გამოშვების საშუალებას არ აძლევს (ეს მოდემები უნდა აწარმოოს TSMC-იმ გაუმჯობესებული 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით, რომელსაც კომპანია 4-ნანომეტრიანს უწოდებს). Apple-ს სურდა აშშ-ის უზენაეს სასამართლოს გაეუქმებინა Qualcomm-ის ეს ორი პატენტი, რომელიც მას წინ ეღობებოდა, მაგრამ ვერ შეძლო. Haitong International Securities-ის ანალიტიკოსი Jeff Pu წერს, რომ Apple-მა შესაძლოა გამოიყენოს ჯერ კიდევ დაუანონსებელი Qualcomm Snapdragon X75 5G მოდემი 2024 წელს. მას TSMC აწარმოებს 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით. iPhone 14-ში ამჟამად გამოყენებულია Snapdragon X65 5G მოდემი. Snapdragon X70 5G უნდა შევიდეს iPhone 15-ის შემადგენლობაში მომავალ წელს და შემოგვთავაზებს 10 გბ/წმ-მდე სიჩქარეს. იგი გამოიყენებს ხელოვნურ ინტელექტს უკეთესი დაფარვისთვის, მიღებული სიგნალების ხარისხის გაუმჯობესებისთვის, შეყოვნების შემცირებისა და ენერგოეფექტურობის 60%-ით გაზრდისთვის. დასაშვებია ვარაუდი, რომ საკუთარი მოდემების გამოშვებას Apple არ დაიწყებს 2025 წლამდე ან უფრო გვიან. ამას ხელს უწყობს Qualcomm-ის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებები მისი მოდემების გაყიდვასთან დაკავშირებით სასამართლო დავის ფარგლებში, წერს Phonearena. https://tinyurl.com/42bd6wrm Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.