Magdalena Posted October 10, 2022 Posted October 10, 2022 გაიმართა Made by Google 2022 ღონისძიება, რომლის ფარგლებში IT გიგანტმა ახალი მოწყობილობები წარადგინა. სხვა პროდუქტებთან ერთად ფართო საზოგადოებამ გაიცნო Pixel 7 და Pixel 7 Pro, კომპანიის ახალი სმარტფონები, რომლებიც დაფუძნებულია Tensor G2 აპარატულ პლატფორმაზე. ფოტოს წყარო: Google Pixel 7-ისა და Pixel 7 Pro-ის დიზაინი პრეზენტაციამდე დიდი ხნით ადრე გამოვლინდა, ამიტომ Google-ის ახალი სმარტფონების იერსახე მოულოდნელობა არ ყოფილა. ორივე მოწყობილობას აქვს გადამუშავებული ალუმინის კორპუსი და ნაცნობი დიზაინი მასიური მთავარი კამერით უკანა პანელზე. გარეგნულად Pixel 7 Pro გამოიყურება უფრო პრემიალურად და პრიალაა, ხოლო Pixel 7-ის შემთხვევაში ჭარბობს მქრქალი ზედაპირები. დღესღეობით Pixel 7 Pro არის Google-ის ყველაზე მოწინავე სმარტფონი. მას აქვს 6.7-დუიმიანი AMOLED დისპლეი გაფართოებით 3120 × 1140 პიქსელი და განახლების სიხშირით 120 ჰერცი. ეკრანი დაცულია Corning Gorilla Glass Victus-ით. ეკრანის ზედა ნაწილში მოცემულია 10.8-მეგაპიქსელიანი წინა კამერა, რომელსაც შეუძლია გადაიღოს 4K ვიდეო 30fps სიჩქარით და 1080p - 60fps-ით. მოწყობილობის მთავარი კამერა აერთიანებს 50-მეგაპიქსელიან და 48-მეგაპიქსელიან სენსორებს, ასევე 12-მეგაპიქსელიან ულტრაფართოკუთხიან მოდულს. მხარდაჭერილია გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაცია, 4K ვიდეოს გადაღება 60 კადრი წამში და 1080p - 240 კადრი წამში. Pixel 7-ს აქვს 6.3-დუიმიანი AMOLED-დისპლეი 2400 × 1800 პიქსელი გაფართოებით და 90 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. იგი ოდნავ კომპაქტურია გასული წლის Pixel 6-თან შედარებით, რომელშიც 6.4-დუიმიანი დისპლეია გამოყენებული. მექანიკური დაზიანებებისგან დისპლეის იცავს Corning Gorilla Glass Victus. ეკრანის ზედა ნაწილში მოცემულია ჭრილი, რომელშიც განთავსებულია 10.8-მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა. ძირითადი კამერა განთავსებულია კორპუსის უკანა მხარეს და მოიცავს 50-მეგაპიქსელიან და 12-მეგაპიქსელიან სუპერფართოკუთხიან მოდულებს. Google-ის ახალ სმარტფონებს აპარატულ პლატფორმად უდევს 4-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით დამზადებული 8-ბირთვიანი პროცესორი Tensor G2. მასში შედის ორი ბირთვი Cortex-X1 (2.85 გჰც), ორი Cortex-A76 (2.35 გჰც) და ოთხი Cortex-A55 (1.8 გჰც). კომპანიის მონაცემებით პროცესორი მანქანური სწავლების ამოცანებს ასრულებს 60%-ით სწრაფად და 20%-ით უფრო ეფექტურად წინამორბედთან შედარებით. ახალი სმარტფონების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია ჩიპი Titan M2. გრაფიკის დამუშავებისთვის გათვალისწინებულია ამაჩქარებელი Mali-G710 MC10. უფროსი მოდელი Pixel 7 Pro ხელმისაწვდომი იქნება 12 გბ ოპერატიული მეხსიერებითა და UFS 3.1 ფორმატის 128, 256 ან 512 გბ ფლეშ-მოდულით, შედარებით ხელმისაწვდომ Pixel 7-ს აქვს 8 გბ ოპერატიული და 128 ან 256 გბ მუდმივი მეხსიერება. Pixel 7 Pro-ს ავტონომიურ მუშაობას უზრუნველყოფს 5000 მა/სთ მოცულობის ბატარეა სწრაფი სადენიანი 30-ვატიანი და უსადენო 23-ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერით. Pixel 7-ის ავტონომიურ მუშაობაზე პასუხისმგებელია 4355 მა/სთ მოცულობის ბატარეა სწრაფი სადენიანი 30-ვატიანი და უსადენო 21-ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერით. ენერგიის შევსებისთვის ორივე მოწყობილობაში გამოიყენება ინტერფეისი USB Type-C. Pixel 7 და Pixel 7 Pro სმარტფონები მუშაობენ პროგრამულ პლატფორმა Android 13-ზე, ხელმისაწვდომი იქნება მოდელები სხვადასხვა ფერის კორპუსებით. Pixel 7-ის ფასი იწყება 600 აშშ დოლარიდან, Pixel 7 Pro ვერსიისა კი - 900 აშშ დოლარიდან. ორივე მიწოდება ხელმისაწვდომია წინასწარი შეკვეთებისთვის, მიწოდება კი 13 ოქტომბრიდან დაიწყება. https://tinyurl.com/3an3re65 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.