Magdalena Posted October 6, 2022 Posted October 6, 2022 გეიმინგ პლატფორმა Steam-ის უახლესი სტატისტიკა აჩვენებს, რომ მომხმარებლები ამჟამად უპირატესობას ანიჭებენ საშუალო და საბაზისო დონის ვიდეო დაფებს, მათ შორის წინა თაობის მოწყობილობებს. GTX 1060-მა პირველი ადგილი შეინარჩუნა თითქმის ხუთი წლის განმავლობაში, თუმცა სექტემბერში იგი მეორე ადგილას აღმოჩნდა. Pascal არქიტექტურაზე დამყარებული ბარათების მფლობელთა რიცხვი 0.34%-ით გაიზარდა. მასზე უკეთესი მაჩვენებელი დააფიქსირა მხოლოდ ლეპტოპებისთვის განკუთვნილმა RTX 3060 ბარათმა (+0,61%). თვის განმავლობაში მომხმარებლების რიცხვის ზრდის მხრივ ტოპ-10-ში შევიდა ძველი მოდელები GTX 1660 და RTX 2060, თანამედროვე საშუალო და დაბალბიუჯეტური RTX 3060 და RTX 3050 Ti. ზედა დონეზე (არა-ლეპტოპებს შორის) RTX 3070 Ti მოდელის მაჩვენებელი გაიზარდა 0.02%-ით. არ გაზრდილა RTX 3080 Ti-ს, Radeon RX 6900 XT-ისა და Radeon RX 6800 XT-ს მაჩვენებლები, ხოლო RTX 3080-სა და RTX 3090-ს მოაკლდა 0.01% ცოტა ხნის წინ პრემიალურ მოდელებზე ფასების შემცირების მიუხედავად. ძირითადად, ვიდეო დაფების გრაფიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის. RTX 3060 და ლეპტოპებისთვის განკუთვნილი 3060 მე-5 და მე-6 ადგილებზეა, შესაბამისად. სექტემბერი იყო ზედიზედ მეორე თვე, როდესაც AMD-მ დაკარგა პროცესორების წილი Intel-ის სასარგებლოდ. AMD-ს მაჩვენებელი შემცირდა 0.82%-ით და ახლა მისი პროცესორების წილი 31.24%-ია, ხოლო Intel-ის - თითქმის 70%. Raptor Lake-სა და Zen 4-ის არქიტექტურაზე დამყარებული ახალი პროცესორების გაჩენამ შესაძლოა მალე გარკვეულწილად შეცვალოს ბალანსი. Windows 11 დაყენებულია კომპიუტერების რაოდენობის თითქმის მეოთხედზე. მხოლოდ მან დააფიქსირა ზრდა სექტემბერში ოპერაციულ სისტემებს შორის. ყველაზე პოპულარულია ვიდეო ბარათები 8 გბ მეხსიერებით, 1080p დარჩა ყველაზე პოპულარულ გაფართოებად (66.38%), ხოლო 1440p გაიზარდა 0.33%-ით 11.25%-მდე. ვირტუალური რეალობის ჰედსეტ Oculus Quest 2 VR-ს მოაკლდა მომხმარებლების ნაწილი. მისი წილი შემცირდა 7.86%-ით 41.39%-მდე. ეს მაჩვენებელი გაცილებით მეტია HMD Valve Index-თან შედარებით, რომლის წილია 17.21%. https://tinyurl.com/946hjrpu Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.