Magdalena Posted October 5, 2022 Posted October 5, 2022 ცნობები გავრცელდა Bench leaks-ის ბოტის მიერ Twitter-ზე. უცნობმა პირმა ASRock X670E Taichi Carrera-სა და Ryzen 9 7950X-ს დაუმატა GeForce RTX 4090 და გაუშვა Geekbench-ის გამოთვლითი ტესტი CUDA-ს გამოყენებით. ტესტი ჩატარდა მინიმუმ ორჯერ და ორივე შედეგი მიახლოებული იყო მაქსიმალური წარმადობით - 424 332 ქულა. Geekbench-ის მონაცემთა ბაზის სწრაფი გადახედვით ნახავთ ქვემოთ მოცემულ GeForce RTX 3090 Ti-ს შედეგს: არსებობს RTX 3090 Ti-ს უკეთესი ქულებიც, მაგრამ ეს შედეგი იმყოფება იმ დიაპაზონში, რომელზეც უმეტესად CUDA ტესტები ხვდება. თუ შევადარებთ ამ შედეგს RTX 4090-ის შედეგთან, ვიღებთ დაახლოებით 60%-იან ზრდას წინა თაობასთან შედარებით. ეს არის წარმადობის დიდი მატება და კარგი ამბავი მათთვის, ვინც იყენებს CUDA-ზე დაფუძნებულ პროგრამულ უზრუნველყოფას მაღალი წარმადობის სამუშაოებისთვის. ბუნებრივია, ზრდის დიდი ნაწილი მოდის იმ ფაქტზე, რომ RTX 4090-ს აქვს 50%-ით მეტი CUDA ბირთვი, ვიდრე RTX 3090 Ti-ს. თუმცა RTX 4090 ასევე მუშაობს გაცილებით მაღალი ტაქტის სიხშირზე: 2.58 გჰც წინა თაობის 1.92 გჰც-თან შედარებით. გასათვალისწინებელია ის, რომ ეს გამოთვლითი ტესტები დამყარებულია CUDA ბირთვებზე და პრაქტიკულად არ აქვთ კავშირი გეიმინგში გრაფიკის წარმადობასთან. Ada Lovelace არქიტექტურაში არსებული ბევრი სიახლე, როგორიცაა shader-ბირთვების წარმადობის ხელახალი მოწესრიგება, ახალ ჩიპს არ მოუტანს სარგებელს ზემოთხსენებული ტიპის ტესტებში. იგივე ეხება Tensor და RT -ბირთვების გაუმჯობესებას. https://tinyurl.com/2p8xm64f Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.