Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

ცნობები გავრცელდა Bench leaks-ის ბოტის მიერ Twitter-ზე. უცნობმა პირმა ASRock X670E Taichi Carrera-სა და Ryzen 9 7950X-ს დაუმატა GeForce RTX 4090 და გაუშვა Geekbench-ის გამოთვლითი ტესტი CUDA-ს გამოყენებით. ტესტი ჩატარდა მინიმუმ ორჯერ და ორივე შედეგი მიახლოებული იყო მაქსიმალური წარმადობით - 424 332 ქულა. 

image.jpeg 

Geekbench-ის მონაცემთა ბაზის სწრაფი გადახედვით ნახავთ ქვემოთ მოცემულ GeForce RTX 3090 Ti-ს შედეგს: 

image.jpeg 

არსებობს RTX 3090 Ti-ს უკეთესი ქულებიც, მაგრამ ეს შედეგი იმყოფება იმ დიაპაზონში, რომელზეც უმეტესად CUDA ტესტები ხვდება. თუ შევადარებთ ამ შედეგს RTX 4090-ის შედეგთან, ვიღებთ დაახლოებით 60%-იან ზრდას წინა თაობასთან შედარებით. ეს არის წარმადობის დიდი მატება და კარგი ამბავი მათთვის, ვინც იყენებს CUDA-ზე დაფუძნებულ პროგრამულ უზრუნველყოფას მაღალი წარმადობის სამუშაოებისთვის. 

ბუნებრივია, ზრდის დიდი ნაწილი მოდის იმ ფაქტზე, რომ RTX 4090-ს აქვს 50%-ით მეტი CUDA ბირთვი, ვიდრე RTX 3090 Ti-ს. თუმცა RTX 4090 ასევე მუშაობს გაცილებით მაღალი ტაქტის სიხშირზე: 2.58 გჰც წინა თაობის 1.92 გჰც-თან შედარებით. 

image.jpeg 

გასათვალისწინებელია ის, რომ ეს გამოთვლითი ტესტები დამყარებულია CUDA ბირთვებზე და პრაქტიკულად არ აქვთ კავშირი გეიმინგში გრაფიკის წარმადობასთან. Ada Lovelace არქიტექტურაში არსებული ბევრი სიახლე, როგორიცაა shader-ბირთვების წარმადობის ხელახალი მოწესრიგება, ახალ ჩიპს არ მოუტანს სარგებელს ზემოთხსენებული ტიპის ტესტებში. იგივე ეხება Tensor და RT -ბირთვების გაუმჯობესებას. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.