Magdalena Posted October 4, 2022 Posted October 4, 2022 კომპანია AMD-მ პარტნიორებს გაუზიარა 2022-2023 წლების დესკტოპ პროცესორებთან დაკავშირებული გეგმები. წარმოდგენილი სამომავლო გეგმის თანახმად კომპანია კვლავ აპირებს Ryzen 5000, 4000G და 5000G სერიის გამოშვებას Soсket AM4-ით, ხოლო მძლავრი Ryzen Threadripper 5000-ის შთამომავლები არც ისე მალე გამოვა. AMD-ს 2023 წლის ბოლოსთვის აქვს დაგეგმილი ახალი თაობის მაღალი წარმადობის დესკტოპ პროცესორების წარდგენა, რომლებიც აქტუალურ Ryzen Threadripper 5000-ს ჩაანაცვლებენ. მათი დასახელება, ისევე, როგორც მახასიათებლები, ჯერ უცნობია. არაოფიციალური ხმებით მათი კოდური სახელწოდება იქნება Storm Peak და გაიყიდებიან, როგორც Ryzen Threadripper 7000. შესაძლებელია ვარაუდი, რომ ამ პროცესორებს ექნება Zen 4 ბირთვები, DDR5 და PCIe 5.0 მხარდაჭერა, აგრეთვე Ryzen 7000-ის სხვა მახასიათებლები. AMD ასევე გააგრძელებს Ryzen 5000 და 5000X3D პროცესორების გამოშვებას და გაყიდვას ახალი Ryzen 7000-ის პარალელურად მინიმუმ 2023 წლის ბოლომდე. სლაიდი ასევე ადასტურებს, რომ კომპანია ემზადება Ryzen 7000X3D პროცესორების გამოსაშვებად, რომლებიც აღჭურვილი იქნება დამატებითი 3D V-Cache-ით. მათი ანონსი შესაძლოა მიმდინარე წელს მოხდეს, თუმცა წინა ჯერზე არაოფიციალური ცნობები 2023 წლის პირველ კვარტალზე მიუთითებდნენ. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის გაფართოებული 3D V-Cache-ის მქონე ერთადერთი დესკტოპ პროცესორი Ryzen 7 5800X3D. ეს პროცესორია ასევე კომპანიის ყველაზე სწრაფი პროცესორი თამაშებისთვის და იგი ზოგ შემთხვევაში ახლახანს გამოსულ Ryzen 7000-საც კი უსწრებს. ასე, რომ Ryzen 7000X3D პროცესორების გამოშვება AMD-ს გეიმინგ მიმართულებით პოზიციების გამყარების საშუალებას მისცემს. დაბოლოს, 2023 წლის ბოლოსთვის AMD გეგმავს Ryzen G სერიის დესკტოპის APU-ების განახლებას, რომლებიც აღჭურვილი იქნება საკმაოდ ძლიერი ინტეგრირებული გრაფიკით. ისინი სავარაუდოდ შევა Ryzen 7000G სერიაში და მათში წარმოდგენილი იქნება Zen 4 ბირთვების და RDNA 2 ან RDNA 3 გრაფიკის კომბინაცია. ამავდროულად, AMD გააგრძელებს Ryzen 4000G და 5000G დესკტოპ APU-ების გამოშვებას ახალი პროდუქტების გამოშვების შემდეგაც კი. ამრიგად, გამოდის, რომ სულ მცირე 2023 წლის ბოლომდე Socket AM4 პლატფორმა არ დაკარგავს აქტუალურობას. https://tinyurl.com/bb4bbv5x Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.