Magdalena Posted September 29, 2022 Posted September 29, 2022 Bitcoin-ის ფასი 8%-ზე მეტით გაიზარდა და 20 ათას აშშ დოლარს ზევით დონეს დაუბრუნდა. სტატიის წერის მომენტში ციფრული ოქრო 20250 აშშ დოლარად იყიდება. BTC/USDT-ის საათობრივი გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView. კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტის ფასი მიუახლოვდა 1400 აშშ დოლარს, ამ ფასად იგი ბოლოს 21 სექტემბერს იყიდებოდა. ETH/USDT-ის საათობრივი გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView. ფლაგმანურმა კრიპტო აქტივებმა გააცოცხლა ბაზრის დანარჩენი ნაწილი. საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით ტოპ 20 მონეტა ასე გამოიყურება: წყარო: CoinGecko. Uniswap-ის UNI ტოკენმა დააფიქსირა ყველაზე მაღალი ზრდა ბოლო დღის განმავლობაში - 18.1%. Solana-ს (SOL) და Polkadot-ის (DOT) ფასები 8.9%-ით გაიზარდა. CoinGecko-ს თანახმად მთლიანმა საბაზრო კაპიტალიზაციამ 1.01 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია. Glassnode-ის on-chain ანალიტიკოსების აზრით მოკლევადიანი ინვესტორები ამჟამად განიცდიან მნიშვნელოვან ზარალს. ჰოდლერები ინარჩუნებენ სიმტკიცეს, ბევრი ინდიკატორი კი მიუთითებს „ბაზრის ციკლის დეტოქსიკაციაზე“. შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს Bitcoin-ი მკვეთრი კორექტირებით გამოეხმაურა აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ძირითადი განაკვეთის ზრდას. https://tinyurl.com/2z7rmvbb Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.