Jump to content

Recommended Posts

Posted

 

გარდა GeForce RTX 40 სერიის გრაფიკული ბარათების ანონსისა, Nvidia-მ ასევე წარადგინა კომპანიის უახლესი ტექნოლოგია DLSS 3 და რადგან მწარმოებელი აცხადებს წარმადობის ოთჯერ ზრდის შესახებ, ცხადია, რომ DLSS 3-მა მომხმარებლების დიდი ყურადღება მიიპყრო. 

image.png 

საკითხავია, გამოჩნდება თუ არა DLSS 3 უფრო ძველ GeForce-ის გრაფიკულ ბარათებში. Nvidia-ს ღრმა სწავლების გამოყენებითი კვლევის ვიცე-პრეზიდენტმა Bryan Catanzaro-მ უპასუხა ამ კითხვას. 

Catanzaro-მ დაადასტურა, რომ DLSS 3 ამჟამინდელ მდგომარეობაში მუშაობს მხოლოდ GeForce RTX 40 სერიის გრაფიკულ ბარათებზე. Nvidia-ს ინჟინერმა განაცხადა, რომ თეორიულად შესაძლებელია DLSS 3-მა იმუშაოს წინა თაობის GeForce-ის გრაფიკულ ბარათებზე, როგორიცაა RTX 30 ან RTX 20. თუმცა, Catanzaro თვლის, რომ DLSS 3 არ მოუტანს დიდ სარგებელს ძველი GeForce გრაფიკული ბარათების მფლობელებს. 

Nvidia-ს DLSS 3 ტექნოლოგია ეყრდნობა მეოთხე თაობის Tensor ბირთვებს და ოპტიკური ნაკადის ახალ ამაჩქარებელს (OFA). OFA არსებობს Turing არქიტექტურის შემდეგ. განსხვავება ისაა, რომ Nvidia-მ იგი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა Ada Lovelace-ში. OFA Ada-ში 2-დან 2.5-მდე უფრო სწრაფია, ვიდრე Ampere-ში. როგორც ჩანს, Nvidia-მ გარკვეული ცვლილებები შეიტანა სამუშაო ალგორითმებშიც. 

image.png 

Ampere-სა და Turing-ში თეორიულად შესაძლებელია DLSS 3-ის გამოყენება, თუმცა ვერ უზრუნველყოფენ იმავე სარგებელს. Catanzaro-მ განაცხადა, რომ DLSS 3, დიდი ალბათობით, ვერ გაზრდის კადრების სიხშირეს Ampere-სა და Turing-ში, პირიქით, ბარათების მფლობელები, სავარაუდოდ, აღმოჩნდებიან გეიმინგ პროცესის შეფერხებისა და გამოსახულების ცუდი ხარისხის წინაშე. 

ცნობილია, რომ DLSS ამატებს გარკვეული დონის შეყოვნებას. ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც DLSS 3 აერთიანებს Nvidia Reflex-ს, რათა უზრუნველყოს კადრების მაღალი სიხშირე სისტემის იმავე შეყოვნებისთვის. Nvidia ირწმუნება, რომ DLSS 3-ს შეუძლია ორჯერ შეამციროს შეყოვნება ორიგინალთან შედარებით. Cyberpunk 2077 ray tracing-ის დემო ვერსიაში DLSS 3 DLSS Super Resolution-თან, DLSS Frame Generation-თან და NVIDIA Reflex-თან ერთად აფიქსირებს ოთხჯერ უკეთეს წარმადობას და ორჯერ გაუმჯობესებულ რეაგირებას. 

DLSS 3 ტექნოლოგიამ დაამტკიცა თავისი ეფეტქურობა პროცესორის ინტენსიური გამოყენების თამაშებში, როგორიცაა Microsoft Flight Simulator. NVIDIA-ს დემონსტრაციამ აჩვენა, რომ DLSS 3 აორმაგებს კადრების სიხშირეს Microsoft-ის თამაშში, თუმცა ძლიერად ტვირთავს პროცესორს. 

DLSS 3-ის დებიუტი 12 ოქტომბერს შედგება ფლაგმანურ GeForce RTX 4090 გრაფიკულ ბარათთან ერთად. Nvidia ელოდება, რომ 35-ზე მეტ თამაშს და აპლიკაციას DLSS 3-ის მხარდაჭერა ექნება. რაც მთავარია, DLSS 3 დამყარებულია DLSS 2-ზე, ასე რომ, თამაშის დეველოპერებს შეუძლიათ მარტივად ჩართონ DLSS 3 მიმდინარე თამაშებში, რომლებიც უკვე გამოყენება DLSS 2 ან Nvidia Streamline. 

  • Upvote 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.