Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png  

ესპანეთის ლიცენზირებული სავაჭრო პლატფორმა EurocoinPay შეუთანხმდა საგადახდო გიგანტ Mastercard-ს კრიპტოვალუტის სადებეტო ბარათის გამოშვეზე. თავდაპირველი განცხადების ტვიტი წაშლილია ამჟამად, მაგრამ კომპანია რამდენიმე ადგილობრივ მედიასაშუალებას ეყრდნობა. 

ბარათი საშუალებას მისცემს ევროკავშირში მცხოვრებ EurocoinPay-ს მომხმარებლებს განახორციელონ შესყიდვები მსოფლიოს 90 მილიონზე მეტ მაღაზიაში. 

EurocoinPay-ის აღმასრულებელ დირექტორ ერმინიო ფერნანდეს დე ბლასის თქმით სადებეტო ბარათი აუცილებელია კრიპტოვალუტის პოპულარიზაციისთვის, რადგან ის უზრუნველყოფს მასობრივ წვდომას ციფრული აქტივების შესყიდვებზე. 

ბარათის მფლობელებმა უნდა შეასრულონ EurocoinPay-ის მოთხოვნები და გაიარონ Mastercard AML კონტროლი. 

აპრილში კრიპტოლენდინგ პლატფორმა Nexo-მ განაცხადა Nexo Card-ის გამოშვების შესახებ Mastercard-ის საგადახდო სისტემის ბაზაზე ევროპული ბაზრისთვის. ბარათის ემიტენტი იქნეა კომპანია DiPocket. 

თებერვალში კრიპტობირჟა FTX-მა დააანონსა სადებეტო ბარათ Visa-ს გამოშვება და გახსნა მოლოდინის სია. ანალოგიური გაცხადება გააკეთეს ონლაინ-ბროკერ Robinhood-მა და აპარატული საფულე Ledger-ის მწარმოებელმა. 

Visa-მ ადრე დაამტკიცა მსგავსი საგადახდო გადაწყვეტილების გამოშვება რამდენიმე კომპანიის მიერ, რომელთა შორისაა Binance, Bakkt, BlockFi და CryptoSpend. 

2021 წელს ამერიკულმა ბირჟა Gemini-მ და ავსტრალიურმა პლატფორმა CoinJar-მა გამოუშვეს კრიპტო ბარათები Mastercard-ის მხარდაჭერით. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.