Magdalena Posted September 20, 2022 Posted September 20, 2022 MSI-ს ასორტიმეტში გამოჩნდა მონიტორი Pro MP341CQ, რომელიც შეესაბამება როგორც ყოველდღიურ საოფისე სამუშაოებს, ასევე გართობის სფეროს. მონიტორს აქვს რკალისებრი VA მატრიცა სიმრუდის რადიუსით 1500R. ფოტოს წყარო: MSI ეკრანის დიაგონალი 34 დუიმის ტოლია და ფლობს 3440 × 1440 პიქსელ გაფართოებას (UWQHD ფორმატი), გვერდების შეფარდებაა 21:9. მხარდაჭერილია 116.25%-იანი sRGB ფერთა გამა, ფერების რაოდენობა 1.07 მილიარდს შეადგენს. კონტრასტულობის მაჩვენებელია 3000:1, სიკაშკაშე - 300 კდ/მ2, ხედვის კუთხე ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად 178 გრადუსს შეადგენს, რეაგირების დრო (GtG) 4 მილიწამის ტოლია (MPRT – 1 მწ.). Pro MP341CQ მოდელს აქვს ორი ორვატიანი სტერეოდინამიკი, 3.5-მილიმეტრიანი აუდიო კონექტორი, ორი HDMI 2.0b ინტერფეისი და DP 1.2a კონექტორი. სადგამის მეშვეობით შესაძლებელია ეკრანის დახრის კუთხის რეგულირება 25 გრადუსის ფარგლებში. მხარდაჭერილია ტექნოლოგიები Anti-Flicker და Less Blue Light TÜV სერტიფიკატით მომხმარებლის მხედველობის დაცვისთვის. Pro MP341CQ მოდელი შავი ფერისაა, ასევე ხელმისაწდომია Pro MP341CQW ვერსია თეთრ ფერში. მონიტორის ფასი ჯერჯერობით უცნობია. https://tinyurl.com/5j6f54mr Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.