Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

SEC-ის სპეციალისტების რეკომენდაციაა შეიქმნას მოქნილი მიდგომა ციფრული ტოკენების ფასიან ქაღალდებად რეგისტრირებისთვის. მსგავს განცხადებას შეიცავს სააგენტოს ხელმძღვანელ გერი გენსლერის სტენოგრამა, რომელიც აშშ-ის სენატის წინაშე გაკეთდა. 

„მე ვთხოვე თანამშრომლებს, ეპოვათ მეთოდი, რომელიც საშუალებას მისცემდა როგორც ფასიანი ქაღალდების სტატუსის მქონე აქტივებს, ისე საბირჟე პროდუქტებს - ევაჭრათ ერთმანეთის გვერდიგვერდ. მათი მახასიათებლების გათვალისწინებით მე ვაღიარებ, რომ მიზანშეწონილია ვიყოთ მოქნილნი გამჭვირვალობის ამჟამად არსებული მოთხოვნების გამოყენებისას“ - ნათქვამია დოკუმენტში. 

მომავალ გამოსვლაში გენსლერი გაიმეორებს პოზიციას, რომ კრიპტო აქტივების უმეტესობა ფასიანი ქაღალდია და რომ ინდუსტრიის მონაწილეებ უნდა დარეგისტრირდნენ სააგენტოში „მიუხედავად იმისა, უწოდებენ თუ არა თავს დეცენტრალიზებულს“. 

SEC-ის თავმჯდომარემ Stablecoin-ები დაახასიათა, როგორც „ფულადი ბაზრის აქციები ან ფასიანი ქაღალდების სხვა ტიპი“, რომლებიც ასევე ექვემდებაება რეგულირებასა და კომისიაში რეგისტრაციის საჭიროებას. 

შეგახსენებთ, რომ სექტემბერში დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს აშშ-ის კონგრესის მიერ კრიპტოვალუტების ბაზრის რეგულირებისთვის დამატებითი უფლებამოსილების მინიჭების საკითხს. 

გენსლერი წარსულში არაერთხელ ამტკიცებდა, რომ ტოკენების უმეტესობა ექვემდებარება ფასიანი ქაღალდების განმარტებას და SEC-ის იურისდიქციას. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.