Magdalena Posted September 19, 2022 Posted September 19, 2022 SEC-ის სპეციალისტების რეკომენდაციაა შეიქმნას მოქნილი მიდგომა ციფრული ტოკენების ფასიან ქაღალდებად რეგისტრირებისთვის. მსგავს განცხადებას შეიცავს სააგენტოს ხელმძღვანელ გერი გენსლერის სტენოგრამა, რომელიც აშშ-ის სენატის წინაშე გაკეთდა. „მე ვთხოვე თანამშრომლებს, ეპოვათ მეთოდი, რომელიც საშუალებას მისცემდა როგორც ფასიანი ქაღალდების სტატუსის მქონე აქტივებს, ისე საბირჟე პროდუქტებს - ევაჭრათ ერთმანეთის გვერდიგვერდ. მათი მახასიათებლების გათვალისწინებით მე ვაღიარებ, რომ მიზანშეწონილია ვიყოთ მოქნილნი გამჭვირვალობის ამჟამად არსებული მოთხოვნების გამოყენებისას“ - ნათქვამია დოკუმენტში. მომავალ გამოსვლაში გენსლერი გაიმეორებს პოზიციას, რომ კრიპტო აქტივების უმეტესობა ფასიანი ქაღალდია და რომ ინდუსტრიის მონაწილეები უნდა დარეგისტრირდნენ სააგენტოში „მიუხედავად იმისა, უწოდებენ თუ არა თავს დეცენტრალიზებულს“. SEC-ის თავმჯდომარემ Stablecoin-ები დაახასიათა, როგორც „ფულადი ბაზრის აქციები ან ფასიანი ქაღალდების სხვა ტიპი“, რომლებიც ასევე ექვემდებარება რეგულირებასა და კომისიაში რეგისტრაციის საჭიროებას. შეგახსენებთ, რომ სექტემბერში დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს აშშ-ის კონგრესის მიერ კრიპტოვალუტების ბაზრის რეგულირებისთვის დამატებითი უფლებამოსილების მინიჭების საკითხს. გენსლერი წარსულში არაერთხელ ამტკიცებდა, რომ ტოკენების უმეტესობა ექვემდებარება ფასიანი ქაღალდების განმარტებას და SEC-ის იურისდიქციას. https://tinyurl.com/2p8fw447 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.