Magdalena Posted September 17, 2022 Posted September 17, 2022 მიმდინარე თვეში წარდგენილ იქნა Thunderbolt-ისა და USB-ის ახალი სტანდარტები. ისინი ფლობენ გარკვეულ საერთო შესაძლებლობებს, მათში გაორმაგებულია სიჩქარე წინა თაობასთან შედარებით. საბოლოო მახასიათებლები უახლოეს თვეებში გამოჩნდება. Intel-მა ჰაიფაში არსებულ განვითარების ცენტრიდან წარადგინა სტანდარტ Thunderbolt-ის ბოლო ვერსია. დაკავშირების სიჩქარემ შეადგინა 80 გბ/წმ, რაც ახლახანს წარდგენილ სტანდარტ USB4 2.0-ის დონესთანაა ახლოს. კავშირი დამყარდა ორი 40 გბ/წმ USB-C სადენის მეშვეობით. Thunderbolt 3 ვერსია თავის დროზე გამოყენებულ იქნა USB4 1.0 ვერსიის საფუძვლად, მათ იდენტური, 40 გბ/წმ სიჩქარე აქვთ. Thunderbolt 4-ში შენარჩუნდა ეს სიჩქარე, თუმცა გაუმჯობესდა ორ 4K ეკრანზე გამოსახულების გამოტანა (DisplayPort 1.4) და უსაფრთხოება. გასულ წელს Intel-მა Twitter-ზე გაასაჯაროვა მიზნები ბოლო ვერსიის Thunderbolt-ის შემუშავების შესახებ. ფოტოებზე ნახსენებ ტექნოლოგია „80G PHY“-ში მინიშნებული იყო სიჩქარე 80 გბ/წმ. Intel ამ მაჩვენებლის მიღწევას აპირებს PAM-3 (3-Level Pulse Amplitude Modulation) მოდულაციის საშუალებით. ახალი პრეზენტაციით უკვე არსებულ ცნობებს ბევრი არაფერი დამატებია. ჯერჯერობით ისიც კი უცნობია, ახალ სტანდარტს ეწოდება Thunderbolt 5 თუ ეს იქნება Thunderbolt 4-ის ქვევერსია. ასევე არ დასახელებულა მისი დანერგვის თარიღი, აცხადებს Techspot. https://tinyurl.com/5y8dz5kk Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.