Magdalena Posted September 12, 2022 Posted September 12, 2022 Apple iPhone 14 Pro-სა და iPhone 14 Pro Max-ში არსებული A16 Bionic ჩიპსეტი პირველად გამოჩნდა Geekbench-ზე, სადაც მან აჯობა კონკურენტ Snapdragon 8+ Gen 1-სა და MediaTek Dimensity 9000+-ს. როგორც უკვე ვიცით, Apple-მა გამოუშვა iPhone 14 სმარტფონების სერია. როგორც ადრევე იყო ცნობილი, iPhone 14 და iPhone 14 Plus მოდელები აღჭურვილია A15 Bionic პროცესორით და მხოლოდ iPhone 14 Pro და iPhone 14 Pro Max-ს აქვს ახალი A16 Bionic. ახალი ჩიპსეტი პირველად გამოჩნდა Geekbench-ზე, რამაც შესაძლებელი გახადა მისი წარმადობის შეფასება. როგორც ინსაიდერ Digital Chat Station-მა განაცხადა, ექვსბირთვიანმა A16 Bionic პროცესორმა დააგროვა 1879 ქულა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი აღემატება ყველა თანამედროვე პროცესორს, რომლებიც Android-სმარტფონებშია გამოყენებული. შედარებისთვის, Snapdragon 8+ Gen 1-მა მოაგროვა 1323 ქულა, MediaTek Dimensity 9000+-მა კი - 1353 ქულა. ეს ქულები იძლევა გარანტიას, რომ A16 Bionic-ს აქვს სოლიდური 40%-იანი უპირატესობა Snapdragon 8+ Gen 1-ზე ერთბირთვიან ტესტში. შეგახსენებთ, რომ iPhone 13 Pro Max-ში გამოყენებულმა A15 Bionic-მა მოაგროვა 1728 ქულა. წყაროს თანახმად A16 Bionic-ის მრავალბირთვიანი შედეგი 4664 ქულის ტოლია, რაც საეჭვოდ გამოიყურება და არ განიხილება, როგორც ჩიპსეტის წარმადობის საბოლოო მაჩვენებელი, რადგან ბოლო თაობის A15 Bionic-მა ამავე ტესტში 4790 ქულა დააფიქსირა. Snapdragon 8+ Gen 1-ის შედეგია 4332 ქულა, ხოლო Dimensity 9000+-ის - 4404 ქულა. A16 Bionic-ის შედეგები Geekbench-ზე A15 Bionic-ის შედეგები Geekbench-ზე Snapdragon 8+ Gen 1-სა და MediaTek Dimensity 9000+-ს შედეგები Geekbench-ზე https://tinyurl.com/4knwunmm Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.