Magdalena Posted September 9, 2022 Posted September 9, 2022 კომპანია Xiaomi-მ დააანონსა დაბალბიუჯეტური სმარტფონი Redmi A1 Android 12-ის საფუძველზე მოქმედ ოპერაციულ სისტემა Android Go-ზე. მოწყობილობა 9 სექტებრიდან გაიყიდება, მომხმარებლები შეძლებენ ფერების მხრივ შემდეგი ვარიანტების არჩევას: Light Blue (ცისფერი), Classic Black (შავი) და Light Green (ღია მწვანე). ფოტოს წყარო: Redmi სმარტფონს აქვს 6.52-დუიმიანი HD+ ეკრანი (1600 × 720 პიქსელი) 60 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. დისპლეიზე მოცემულია წვეთის ფორმის ჭრილი, რომელშიც განთავსებულია 5-მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა. უკანა პანელზე მოცემულია ორი კამერა 8- და 2-მეგაპიქსელიანი სენსორებით. სმარტფონს საფუძვლად უდევს პროცესორი MediaTek Helio A22: ჩიპს აქვს ოთხი ბირთვი Cortex-A53 სიხშირით 2.0 გჰც-მდე, გრაფიკული ამაჩქარებელი IMG PowerVR და 4G/LTE მოდემი. გათვალისწინებულია სმარტფონის მხოლოდ ერთი კონფიგურაცია - 2 გბ ოპერატიული და 32 გბ ფლეშ-მეხსიერებით. კვებაზე პასუხისმგებელია 5000 მა/სთ მოცულობის ბატარეა 10-ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერით. ხელმისაწვდომია 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი ყურსასმენისთვის. Redmi A1-ის ფასი სულ რაღაც 80 აშშ დოლარს შეადგენს. https://tinyurl.com/mpzxy9mu Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.