Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Xiaomi-მ დააანონსა დაბალბიუჯეტური სმარტფონი Redmi A1 Android 12-ის საფუძველზე მოქმედ ოპერაციულ სისტემა Android Go-ზე. მოწყობილობა 9 სექტებრიდან გაიყიდება, მომხმარებლები შეძლებენ ფერების მხრივ შემდეგი ვარიანტების არჩევას: Light Blue (ცისფერი), Classic Black (შავი) და Light Green (ღია მწვანე). 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Redmi 

სმარტფონს აქვს 6.52-დუიმიანი HD+ ეკრანი (1600 × 720 პიქსელი) 60 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. დისპლეიზე მოცემულია წვეთის ფორმის ჭრილი, რომელშიც განთავსებული 5-მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა. უკანა პანელზე მოცემულია ორი კამერა 8- და 2-მეგაპიქსელიანი სენსორებით. 

image.jpeg 

სმარტფონს საფუძვლად უდევს პროცესორი MediaTek Helio A22: ჩიპს აქვს ოთხი ბირთვი Cortex-A53 სიხშრით 2.0 გჰც-მდე, გრაფიკული ამაჩქარებელი IMG PowerVR და 4G/LTE მოდემი. გათვალისწინებულია სმარტფონის მხოლოდ ერთი კონფიგურაცია - 2 გბ ოპერატიული და 32 გბ ფლეშ-მეხსიერებით. 

კვებაზე პასუხისმგებელია 5000 მა/სთ მოცულობის ბატარეა 10-ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერით. ხელმისაწვდომია 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი ყურსასმენისთვის. Redmi A1-ის ფასი სულ რაღაც 80 აშშ დოლარს შეადგენს. 

image.jpeg 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.