Magdalena Posted September 7, 2022 Posted September 7, 2022 კომპანია OFF Global-მა სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენა IFA 2022-ის მსვლელობისას დააანონსა ტრანსფორმირებადი პორტატული კომპიუტერი Nokia PureBook Fold აპარატულ პლატფორმა Intel Jasper Lake-ზე. ფოტოს წყარო: Nokia ლეპტოპს საფუძვლად უდევს პროცესორი Intel Pentium Silver N6000 ოთხი ბირთვით, რომელთა ტაქტის სიხშირის დიაპაზონია 1.1-3.3 გჰც. ჩიპის შემადგენლობაში შედის ინტეგრირებული გრაფიკული კონტროლერი Intel UHD Graphics. მოწყობილობას აქვს 14.1-დუიმიანი Full HD ფორმატის დისპლეი გაფართოებით 1920 × 1080 პიქსელი, სიკაშკაშის მაჩვენებელია 250 კდ/მ2, კადრის განახლების სიხშირე - 60 ჰერცი. რეალიზებულია სენსორული მართვა. სპეციალური სახსარი საშუალებას იძლევა ეკრანი მოტრიალდეს 360 გრადუსით, რის შედეგად მოწყობილობა პლანშეტად გარდაიქმნება. ლეპტოპში წარმოდგენილია LPDDR4x სტანდარტის 8 გბ ოპერატიული მეხსიერება, 128 გბ მოცულობის eMMC ფლეშ-მოდული და microSD ბარათის სლოტი. ხელმისაწვდომია უსადენო კავშირები Wi-Fi 5 და Bluetooth 5, 1-მეგაპიქსელიანი ვებ-კამერა, სტერეოდინამიკები, ორი პორტი USB-C 3.2, ერთი USB-A 3.0 და სტანდარტული აუდიოკონექტორი. კორპუსის სისქე შეადგენს 18.6 მმ-ს, წონა - 1.66 კგ-ს. ლეპტოპის ფასი ჯერჯერობით არ გასაჯაროვებულა. https://tinyurl.com/bp8jyttw Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.