Jump to content

Recommended Posts

Posted

2022 წლის ივლისში დარეგისტრირდა 778 092 ახალი ელექტრომობილი, რაც 61%-ით მეტია წინა წლის აჩვენებელთან შედარებით. საავტომობილო ბაზრის ზოგადი შემცირების გათვალისწინებით ეს მაჩვენებლები იმედისმომცემად გამოიყურება: ელექტრომობილებს ახლა ბაზრის 14% უკავია, მათ შორის “სუფთა” ელექტრომობილების წილი 10%-ია. ამის შესახებ იტყობინება რესურსი INSIDEEVs EV-Volumes-ის მონაცემებზე დაყრდნობით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Mikes Photography / pixabay.com 

ივლისში მსოფლიოში დარეგისტრირდა დაახლოებით 556 ათასი ელექტრომობილი (ზრდა წლიური თვალსაზრისით 73%, ბაზრის 10% წილი) და დაახლოებით 222 ათასი ჰიბრიდი (ზრდა 36%, ბაზრის 4%) - სულ 778 092 მანქანიდან. ეს მაჩვენებელი 61%-ით მეტია გასული წლის ივლისის მაჩვენებელზე, მთლიანმა ბაზრის წილმა კი 14%-ს მიაღწია. წლის დასაწყისიდან რეგისტრირებულია 4928376 მილიონზე მეტი (ბაზრის 12%) plug-in ელექტრომობილი (2021 წლის განმავლობაში სულ იყო 6.5 მილიონი): 3.66 მილიონი ელექტრო მანქანა (ბაზრის 8.9%). ) და 1.27 მილიონი ჰიბრიდი (ბაზრის 3.1%). 

ივლისში სხვა კომპანიებზე წარმატებული აღმოჩნდა ჩინური ბრენდი BYD, რომლის სხვადსხვა მოდელმა მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ათეულის ნახევარი დაიკავა, ილო მასკის ყველაზე პოპულარული მოდელი Tesla Model Y რიგით მეოთხე აღმოჩნდა - თვის განმავლობაში დარეგისტრირდა 29829 ეგზემპლარი, ლიდერი კი გახდა BYD Song-ის „სუფთა“ და ჰიბრიდული ვერსიები 37 784 რეგისტრაციით. 2022 წლის პირველი შვიდი თვის შეჯამებით კი ლიდერი Tesla Model Y-ია - დარეგისტრირდა 344928 ერთეული. მეორე ადგილი ორივე გამოთვლისას დაიკავა Wuling Hongguang Mini EV-მა, რომლის ფასი სულ რაღაც 5900 აშშ დოლარს შეადგენს. 

დაბოლოს, საინტერესოა ბრენდების მიხედვით განაწილება. ივლისში დარეგისტრირდა BYD-ის 160 ათასზე მეტი plug-in მოდელი - ჩინურმა კომპანიამ თითქმის ოთხჯერ გადააჭარბა Tesla-ს 52 ათასი მანქანით. მესამე ადგილზე Volkswagen – 46 ათასი ელექტრომობილით. ივლისის შეჯამების შედეგად კომპანიები შემდეგნაირად გადანაწილდა: 

  1. BYD — 160 061 ერთეული; 

  1. Tesla — 52 084 ერთეული; 

  1. Volkswagen — 46 400 ერთეული; 

  1. SAIC-GM-Wuling — 40 275 ერთეული; 

  1. GAC — 25 094 ერთეული; 

  1. Geely — 24 599 ერთეული; 

  1. Chery — 24 498 ერთეული; 

  1. BMW — 24 175 ერთეული; 

  1. Dongfeng — 19 680 ერთეული; 

  1. Hyundai — 18 348 ერთეული; 

 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.