Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია ASUS-მა სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენა IFA-ზე გააზიარა უჩვეულო ტრანსფორმერი ლეპტოპის მახასიათებლები, რომლის სახელწოდებაა Zenbook 17 Fold OLED. პირველად ამ მოწყობილობის შესახებ კომპანიამ ისაუბრა გამოფენა CES-ზე მიმდინარე წლის დასაწყისში. ამჯერად კომპანიამ განაცხადა როდის გამოვა გაყიდვაში და რა ეღირება ლეპტოპისა და პლანშეტის ჰიბრიდი, რომელსაც აქვს მოზრდილი, 17.3-დუიმიანი დასაკეცი OLED დისპლეი. 

image.jpeg 

Zenbook 17 Fold OLED-ის ეკრანი იკავებს წინა პანელის ფართობის 87%-ს. დაკეცილ მდგომარეობაში დისპლეის გვერდების შეფარდებაა 4:3, გაფართოება - 2560 × 1920 პიქსელი. ლეპტოპის რეჟიმში გვერდების შეფარდებაა 3:2, ეკრანის სამუშაო ფართობი მცირდება 12.5 დუიმამდე, გაფართოება - 1920 × 1280 პიქსელამდე. პანელს აქვს 100%-იანი DCI-P3 ფერთა გამის მხარდაჭერა, დინამიური კონტრასტულობის მაჩვენებელია 1 000 000:1, მატრიცის რეაგირების დრო - 0.2 მილიწამი, კადრის განახლების სიხშირე - 90 ჰერცი. ეკრანს ასევე აქვს VESA DisplayHDR 500 True Black-ისა და Pantone-ის მხარდაჭერა. 

image.jpeg 

Zenbook 17 Fold OLED წარმოდგენილი იქნება მხოლოდ ერთ კონფიგურაციაში. მოწყობილობას აქვს 10-ბირთვიანი პროცესორი Core i7-1250U ორი მაღალი წარმადობის ბირთვით, რომლებიც მუშაობს 4.7 გჰც-მდე სიხშირეზე და რვა ენერგოეფექტური ბირთვით, რომელთა სიხშირეა 3.5 გჰც. ხელმისაწვდომია 16 გბ ოპერატიული მეხსიერება და 1 ტბ მოცულობის M.2 ფორმატის NVMe SSD PCIe 4.0. 

image.jpeg 

ლეპტოპს აქვს Harman Kardon-ის ოთხი დინამიკი Dolby Atmos-ის მხარდაჭერით და 5-მეგაპიქსელიანი ინფრაწითელი HD-კამერა ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების მხარდაჭერით. 

image.jpeg 

Zenbook 17 Fold OLED-ს აქვს Bluetooth 5.2 და Wi-Fi 6E უსადენო კავშირების მხარდაჭერა, რომლებსაც გააჩნია კავშირის ხარისხისა და სტაბილურობის ამაღლებისთვის განკუთვნილი ექსკლუზიური ფუნქცია Wi-Fi SmartConnect. ხელმისაწვდომია ორი Thunderbolt 4 კონექტორი (USB Type-C 40 გბ/წმ სიჩქარით) სწრაფი დამუხტვა Easy Charge-ის მხარდაჭერით და ერთი კომბინირებული 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. 

image.jpeg 

Zenbook 17 Fold OLED-ს აქვს 75 ვტ/სთ ბატარეა. კომპლექტში შედის 65 ვატი სიმძლავრის კვების ბლოკი. მოწყობილობას ასევე გააჩნია მაგნიტური Bluetooth-კლავიატურა ErgoSense 1.4-მილიმეტრიანი ღილაკების სვლით. ლეპტოპი მუშაობს ოპერაციულ სისტემა Windows 11 Pro-ზე. 

 

 

გახსნილ მდგომარეობაში ჰიბრიდულ ლეპტოპ Zenbook 17 Fold OLED-ის ზომა შეადგენს 378.5 × 287.6 × 8.7–11.7 მმ-ს, დაკეცვისას - 287.6 × 189.3 × 17.4–31.9 მმ-ს. კლავიატურის გარეშე მოწყობილობის წონა 1.5 კილოგრამია. 

 

 

კომპანიის თქმით მოწყობილობამ გაიარა შემოწმება დახურვა/გახსნის 30 ათასი ციკლით. 

პრეზენტაციაზე ASUS-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მექანიზმის კონსტრუქცია, რომელიც ხსნის და კეტავს Zenbook 17 Fold OLED-ს, მეტად საიმედოა და მისი სიმტკიცე საკმარისია მრავალწლიანი გამოყენებისთვის. 

 

 

Zenbook 17 Fold OLED-ის გაყიდვები დაიწყება მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში. აშშ-ში მისი ღირებულება 3500 აშშ დოლარს შეადგენს. ევროპის ქვეყნებისთვის მისი ფასი მეტია - 3999 ევრო. 

 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.