Jump to content

Recommended Posts

Posted

Samsung-მა, რომელსაც Google-მა საკუთარი ნახევრადგამტარი კომპონენტების წარმოების არარსებობის გამო მობილური პროცესორი Tensor შეუკვეთა, უკვე დაიწყო მესამე თაობის ჩიპის ტესტირება, იტყობინება ნიდერლანდური რესურსი GalaxyClub. დიდი ალბათობით, ორ კომპანიას შორის თანამშრომლობა ხანგრძლივი იქნება. 

image.jpeg 

Google Tensor იყო საძიებო გიგანტის პირველი მცდელობა - შეექმნა საკუთარი მობილური პლატფორმა. პირველი თაობის ჩიპის მოდელური ინდექსი იყო S5P9845, მეორე ჩიპისა, დაუდასტურებელი ინფორმაციით, იქნება S5P9855. ამჟამად Samsung უკვე ტესტავს ჩიპს ნომრით S5P9865, ამტკიცებს GalaxyClub. თუ ვიმსჯელებთ შემოთავაზებული მოდელის ნუმერაციის სქემით, კორეული მწარმოებლის მიერ გატესტილი ჩიპი შეიძლება მართლაც იყოს მესამე თაობის Google Tensor მობილური პროცესორი - მისი კოდური დასახელებაა Ripcurrent, ხოლო პროცესორის წინა ვერსია დასახელდა, როგორც Cloudripper. 

პირველი Google Tensor-ის დებიუტი შედგა Pixel 6 და 6 Pro სმარტფონებში გასული წლის ოქტომბერში, იგი ასევე გამოყენებულ იქნა მოგვიანებით დაანონსებულ სმარტფონ  Pixel 6a-ში. მიმდინარე წელს მოსალოდნელია მეორე თაობის ჩიპის მქონე Pixel 7 და 7 Pro სმარტფონების გამოსვლა, ამჟამად ტესტირებაშ არსებული მესამე თაობის პროცესორი კი, დიდი ალბათობით, წარმოდგენილი იქნება Pixel 8 სერიაში, რომლის გამოსვლა ერთი წლის შემდეგ არის მოსალოდნელი.  

Samsung აგრეთვე მუშაობს საშუალო დონის მობილურ ჩიპ Exynos 1280-ის შთამომავალზე, რომელზეც მუშაობს მოდელები Galaxy A53 და A33. ახალი პროცესორი აღნიშნულია ინდექსით S5E8835, Exynos 1280-ის ნომერი იყო S5E8825, რაც იმას ნიშნავს, რომ ამჟამად საუბარი ეხება მის მემკვიდრეს, რომლის სახელწოდება სავარაუდოდ Exynos 1380 იქნება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.