Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია AMD-მ Ryzen 7000 სერიის პროცესორებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ასევე გააზიარა მომავალი თაობის ვიდეო დაფების გარკვეული დეტალები და ერთ-ერთი მათგანი აჩვენა კიდეც ღონისძიებაში მონაწილეებს. კომპანიამ ასევე გააზიარა RDNA 3 გრაფიკის მუშაობის პროცესი და დააანონსა მისი გამოსვლის თარიღი. 

image.jpeg 

AMD-ის ხელმძღვანელმა Lisa Su-მ განაცხადა, რომ RDNA 3 არქიტექტურაზე დამყარებული გრაფიკული პროცესორები შემდგარი იქნება 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით დამზადებული რამდენიმე კრისტალისგან (ჩიპლეტებისგან). ცხადია, რომ მათ TSMC გამოუშვებს. ღონისძიებაზე ნაჩვენები ვიდეო დაფა საკმაოდ მოზრდილია, გარეგნულ დიზაინს რაც შეეხება, ჩანს ეტალონური Radeon RX 6000 სერიის დიზაინის განვითარება - თვალშისაცემია მემკვიდრული იერსახე. 

image.jpeg 

სევე მითითებული იყო, რომ ახალი თაობის გრაფიკა უზრუნველყოფს 50%-ით მაღალ წარმადობას თითო მოხმარებლ ვატზე აქტუალურ (Radeon RX 6000 არქიტექტურა RDNA 2-ზე) მოწყობილობებთან შედარებით. პრეზენტაციის მსვლელობისას ლიზა სუმ ასევე დაადასტურა, რომ ამჟამად ახალი თაობის Radeon გრაფიკა ტესტირებებს გადის AMD-ის ლაბორატორიებში და მისი წარმადობა „გასაოცარია“. 

image.jpeg 

გრაფიკის შესაძლებლობების დემონსტრირება მოხდა თამაშ Lies Of P-ში, რომელსაც ამჟამად ამზადებს Neowiz Games და გამოუშვებს 2023 წელს. AMD-ს არ უჩვენებია FPS, არც ვიდეო დაფის წარმადობის სხვა მონაცემები. აღინიშნა მხოლოდ ის, რომ ამაჩქარებელი მუშაობდა ახალ ფლაგმან Ryzen 9 7950X-თან ერთად. 

და ბოლოს, AMD-ს ხელმღვანელმა პირობა დადო, რომ ახალი თაობის ვიდეო დაფები მიმდინარე წლის ბოლომდე გამოვა. უფრო კონკრეტული თარიღები არ დასახელებულა. 

  • Upvote 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.