Jump to content

Recommended Posts

Posted

ჩინურმა კომპანია Xiaomi-მ დააანონსა საშუალო დონის სმარტფონ Redmi Note 11 SE-ს ახალი ვერსია. როგორც ირკვევა, ეს მოწყობილობა წარმოდგენილი იქნება დამტენი მოწყობილობის გარეშე, რაც მთელი რიგი მომხმარებლებისთვის შესაძლოა უსიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდეს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Xiaomi 

Xiaomi-მ დამტენის გამორიცხვა ზოგიერთი სმარტფონიდან 2020 წელს დაიწყო ფლაგმან Mi 11-ის ანონსით. ამგვარი გადაწყვეტილება, სხვა კომპანიების მსგავსად, კომპანიამ განმარტა გარემოზე ზრუნვით. გარდა ამისა, დამტენის არარსებობა შეფუთვის სისქის შემცირების საშუალებას იძლევა და, შესაბამისად, იკლებს მისი დამზადებისა და მეტიც - ლოჯისტიკის ხარჯები: ერთ კონტეინერში მეტი სმარტფონი განთავსდება. 

მჟამად ცნობილია, რომ Redmi Note 11 SE იქნება Redmi სერიის პირველი სმარტფონი, რომლის ნაკრებში არ შევა დამტენი ბლოკი. შეფუთვაში თავად სმარტფონის გარდა მოცემული იქნება USB Type-C სადენი, SIM-ბარათის ამოსაღები ჩხირი, დამცავი ქეისი, მცირე ზომის სამომხმარებლო სახელმძღვანელო და საგარანტიო ტალონი. 

image.jpeg 

მრიგად, დიდი ალბათობით, მომავალში Redmi სერიის სხვა სმარტფონებსაც აღარ ექნება კომპლექტში დამტენი მოწყობილობა. კომპანია Xiaomi ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს. 

Redmi Note 11 SE სმარტფონის ახალ ვერსიას აქვს 6.43-დუიმიანი Full HD+ AMOLED ეკრანი, პროცესორი MediaTek Helio G95, 13-მეგაპიქსელიანი სელფი-კამერა, ოთხი ძირითადი კამერა კონფიგურაციით 64 + 8 + 2 + 2 მპ და 5000 მა/სთ მოცულობის ბატარეა 33-ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერით. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.