Magdalena Posted August 24, 2022 Posted August 24, 2022 კომპანია MSI-მ დააანონსა პორტატული გეიმინგ კომპიუტერი Bravo 15 B5E, რომელშიც გამოყენებულია AMD-ის აპარატული პლატფორმა და ოპერაციული სისტემა Windows 11 Home. ლეპტოპს აქვს 15.6-დუიმიანი Full HD ფორმატის დისპლეი 1920 × 1080 პიქსელი გაფართოებით და 144 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. ფოტოს წყარო: MSI მაქსიმალურ კონფიგურაციაში შედის პროცესორი Ryzen 7 5800H, რომელიც შეიცავს რვა ბირთვს ინსტრუქციების 16-მდე ნაკადის დამუშავების შესაძლებლობით. საბაზისო სიხშირე შეადგენს 3.2 გჰც-ს, მაქსიმალური - 4.4 გჰც-ს. DDR4-3200 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 64 გბ-ს აღწევს. გამოყენებულია გაგრილების ეფექტური სისტემა Cooler Boost. გრაფიკის დამუშავებაზე პასუხისმგებელია ვიდეო დაფა AMD Radeon RX 6500M 4 გბ GDDR6 მეხსიერებით. ლეპტოპს აქვს SSD M.2 NVMe PCIe 3.0, ორი 2-2-ვატიანი სტერეოდინამიკი, 720p ვებ-კამერა, Bluetooth 5.2 და Gigabit Ethernet ადაპტერები, წითელი განათების მქონე კლავიატურა. გარდა ამისა, ხელმისაწვდომია Wi-Fi 6E კონტროლერი სამი სხვადასხვა - 2,4, 5 და 6 გჰც სიხშირის მხარდაჭერით. კომპიუტერს აქვს ორი პორტი USB 3.2 Gen1 Type-A, USB 3.2 Gen1 Type-C კონექტორი, USB 2.0 პორტი, HDMI ინტერფეისი, RJ45 ჰაბი ქსელის კაბელისთვის და 3.5-მილიმეტრიანი სტანდარტული აუდიოკონექტორი. ლეპტოპის ზომაა 359 × 259 × 24.95 მმ, წონა - 2.35 კგ. განთავსებულია 53.5 ვტ/სთ მოცულობის ბატარეა. https://tinyurl.com/ywce4tr9 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.