Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია MSI-მ დააანონსა პორტატული გეიმინგ კომპიუტერი Bravo 15 B5E, რომელშიც გამოყენებულია AMD-ის აპარატული პლატფორმა და ოპერაციული სისტემა Windows 11 Home. ლეპტოპს აქვს 15.6-დუიმიანი Full HD ფორმატის დისპლეი 1920 × 1080 პიქსელი გაფართოებით და 144 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: MSI 

მაქსიმალურ კონფიგურაციაში შედის პროცესორი Ryzen 7 5800H, რომელიც შეიცავს რვა ბირთვს ინსტრუქციების 16-მდე ნაკადის დამუშავების შესაძლებლობით. საბაზისო სიხშირე შეადგენს 3.2 გჰც-ს, მაქსიმალური - 4.4 გჰც-ს. DDR4-3200 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 64 გბ-ს აღწევს. გამოყენებულია გაგრილების ეფექტური სისტემა Cooler Boost. გრაფიკის დამუშავებაზე პასუხისმგებელია ვიდეო დაფა AMD Radeon RX 6500M 4 გბ GDDR6 მეხსიერებით. 

image.jpeg 

ლეპტოპს აქვს SSD M.2 NVMe PCIe 3.0, ორი 2-2-ვატიანი სტერეოდინამიკი, 720p ვებ-კამერა, Bluetooth 5.2 და Gigabit Ethernet ადაპტერები, წითელი განათების მქონე კლავიატურა. გარდა ამისა, ხელმისაწვდომია Wi-Fi 6E კონტროლერი სამი სხვადასხვა - 2,4, 5 და 6 გჰც სიხშირის მხარდაჭერით. 

image.jpeg 

კომპიუტერს აქვს ორი პორტი USB 3.2 Gen1 Type-A, USB 3.2 Gen1 Type-C კონექტორი, USB 2.0 პორტი, HDMI ინტერფეისი, RJ45 ჰაბი ქსელის კაბელისთვის და 3.5-მილიმეტრიანი სტანდარტული აუდიოკონექტორი. ლეპტოპის ზომაა 359 × 259 × 24.95 მმ, წონა - 2.35 კგ. განთავსებულია 53.5 ვტ/სთ მოცულობის ბატარეა. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.