Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Alienware-მა (Dell-ის გეიმინგ განყოფილება) წარადგინა ორი ახალი გეიმინგ მონიტორი: 25-დუიმიანი მოდელი Alienware AW2523HF და 27-დუიმიანი Alienware AW2723DF. ორივე მათგანში გამოყენებულია IPS მატრიცა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Dell 

25-დუიმიან მოდელს აქვს Full HD გაფართოება, 360 ჰერცი კადრის განახლების სიხირე, 99%-იანი sRGB ფერთა გამა, მხარდაჭერილია ტექნოლოგიები VESA AdaptiveSync და HDR10. 

image.jpeg 

27-დუიმიან მოდელს აქვს Quad HD ფორმატის გაფართოების მხარდაჭერა, კადრის განახლების სიხშირეა 240 ჰერცი (280 ჰერცამდე აჩქარებისას), 95%-იანი DCI-P3 ფერთა გამა, აგრეთვე VESA DisplayHDR 600 ტექნოლოგიის მხარდაჭერა. უფროს მოდელში ასევე მხარდაჭერილია ტექნოლოგიები  NVIDIA G-Sync და AMD FreeSync Premium Pro. უმცროს მოდელში - მხოლოდ AMD FreeSync Premium Pro. 

image.jpeg 

ორივე მონიტორს კონექტორების იდენტური ნაკრები აქვს, რომელშიც შედის ორი HDMI 2.0, ერთი USB 3.2 Type-B Gen1, ოთხი USB-A, ერთი DisplayPort 1.4, აგრეთვე 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. მოწყობილობებს აქვს ერგონომიული სადგამები, აგრეთვე ყურსასმენის ჩამოსაკიდებლად განკუთვნილი კაუჭი. 

25-დუიმიან მოდელს კომპანია აფასებს 450 აშშ დოლარად და იგი გაყიდვაში 7 სექტემბერს გამოვა. 27-დუიმიანი მოდელის ფასია 650 აშშ დოლარი და 6 ოქტომბრიდან გაიყიდება. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.