Magdalena Posted August 19, 2022 Posted August 19, 2022 კომპანია Intel-მა დაიწყო მცირე ფორმ-ფაქტორის დესკტოპ კომპიუტერების - NUC 12 Pro-ს გაყიდვა, რომელთა კოდური სახელწოდებაა Wall Street Canyon. მოწყობილობებს საფუძვლად უდევს მე-12 თაობის Core პროცესორები (პლატფორმა Alder Lake-P), ოპერაციულ სისტემად კი გამოყენებულია Windows 11. ფოტოს წყარო: SimplyNUC ხელმისაწვდომია არჩევანი მოდიფიკაციებს შორის, რომლებშიც წარმოდგენილია ჩიპები Core i3-1220P (10 ბირთვი), Core i5-1240P (12 ბირთვი) და Core i7-1260P (12 ბირთვი). ყველა მათგანს აქვს ინტეგრირებული გრაფიკა Intel Iris Xe; დისკრეტული ამაჩქარებლის დაყენების შესაძლებლობა გათვალისწინებული არ არის. ფოტოს წყარო: liliputing.com კომპიუტერებს ექნება 64 გბ-მდე DDR4-3200 ოპერატიული მეხსიერება. აღჭურვილობაში შედის Wi-Fi 6E და Bluetooth 5.2 უსადენო კავშირების ადაპტერები, აგრეთვე ქსელის კონტროლერი 2.5GbE. ხელმისაწვდომია ორი ინტერფეისი HDMI 2.0b და Thunderbolt 4, სამი პორტი USB 3.2 Gen 2 Type-A, USB 2.0 Type-A კონექტორი და 3.5-მილიმეტრიანი აუდიოჰაბი. ფოტოს წყარო: SimplyNUC ნეტტოპების მოდელების ზომებია 117 × 112 × 37 და 117 × 112 × 54 მმ. პირველ მათგანში შესაძლებელია M.2 2280 PCIe 4.0 x4 NVMe ან SATA SSD-ის განთავსება, მეორე შემთხვევაში კი - კიდევ 2.5-დუიმიანი SSD-ის დაყენება. https://tinyurl.com/3shwwb3m Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.