Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Samsung-მა ჩაატარა მორიგი ღონისძიება Galaxy Unpacked, რომლის ფარგლებში წარდგენილ იქნა სამხრეთკორეული კომპანიის სიახლეები. დრეკადი დისპლეის მქონე ფლაგმანურ სმარტფონ Galaxy Z Fold 4-ის პარალელურად ნაჩვენები იყო ახალი დასაკეცი სმარტფონი Galaxy Z Flip 4, რომლის ღირებულება 999 აშშ დოლარიდან იწყება. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Samsung 

Galaxy Z Flip 4 დიზაინით დიდად არ განსხვავდება წინა წლის მოდელისგან, თუმცა სმარტფონში მოცემულია თანამედროვე აპარატული უზრუნველყოფა, უფრო დიდი მოცულობის ბატარეა და მტკიცე დისპლეი. მოძრავი დამაკავშირებელი სამაგრი გახდა უფრო თხელი, გასწორდა კორპუსის მრუდე კიდეები და შედეგად დაიზოგა რამდენიმე მილიმეტრი სიგრძესა და სიგანეში. კორპუსის სისქე არ შეცვლილა: 17.1 მმ სამაგრზე და 15.9 მმ - ეკრანის კიდეებზე. ეს ნიშნავს, რომ ჭრილი დაკეცილ მდგომარეობაში იგივე ზომის რჩება. 

Galaxy Z Flip 4-ს აქვს 6.7-დუიმიანი AMOLED ტექნოლოგიით დამზადებული დისპლეი, რომელსაც აქვს 2640 × 1080 პიქსელი გაფართოება (Full HD+) და უზრუნველყოფილია კადრის განახლების ადაპტური სიხშირე 1-დან 130 ჰერცამდე. აღსანიშნავია, რომ ძირითადი ეკრანი გახდა 45%-ით უფრო მტკიცე დისპლეის სტრუქტურის ცვლილებისა და უფრო მყარი, ულტრათხელი დამცავი მინის გამოყენების შედეგად. კორპუსის გარე მხარეს განთავსებულია 1.9-დუიმიანი AMOLED-დისპლეი 512 × 260 პიქსელი გაფართოებით. მტვრისა და წყლისგან კორპუსი დაცულია IPX8 სტანდარტის შესაბამისად, 

image.jpeg 

დამატებითი ეკრანის გვერდით განთავსდა ძირითადი კამერა. იგი დამზადებული 12-მეგაპიქსელიანი სენსორის (f/2.2, ხედვის კუთხე 123°) და ფართოკუთხიანი 12-მეგაპიქსელიანი (f/1.8, ოპტიკური სტაბილიზაცია) სენსორის ბაზაზე. ფრონტალური 10-მეგაპიქსელიანი კამერა განთავსებულია ეკრანის ზედა ნაწილში არსებულ ჭრილში. 

Galaxy Z Flip 4-ის წარმადობაზე პასუხისმგებელია 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით დამზადებული 8-ბირთვიანი პროცესორი Qualcomm Snapdragon 8+ Gen1. ხელმისაწვდომია 8 გბ ოპერატიული მეხსიერება და 128, 256 და 512 გბ მოცულობის სანახი სივრცე. კვების წყაროს წარმოადგენს 3700 მა/სთ მოცულობის ბატარეა 25-ვატამდე სწრაფი დამუხტვისა და უსადენო დამუხტვა Fast Wireless Charging 2.0-ის მხარდაჭერით. დამტენ მოწყობილობასთან დაკავშირებისთვის განკუთვნილია ინტერფეისი USB Type-C. 

image.jpeg 

მოწყობილობაში მხარდაჭერილია მეხუთე თაობის ქსელი (5G), უსადენო კავშირს უზრუნველყოფს Wi-Fi 802.11 a/b/g/n/ac/ax და Bluetooth 5.2 ადაპტერები. პროგრამული პლატფორმის სახით გამოყენებულია Android 12 საფირმო ინტერფეისით One UI 4.1.1. მოწყობილობა ხელმისაწვდომი იქნება სხვადსხვა ფერის ვარიანტად. ღირებულება იწყება 999 აშშ დოლარიდან, მიწოდება კი 26 აგვისტოდან დაიწყება.  

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.