Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Canalys-მა გამოაქვეყნა მიმდინარე წლის სმარტფონების გლობალური ბაზრის გამოკითხვის შედეგები, რომელიც აჩვენებს, რომ მიწოდება წლიური გამოთვლით 9%-ით შემცირდა რამდენიმე ფაქტორის გამო. 

image.jpeg 

პრილიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში მსოფლიო მასშტაბით განხორციელდა 287.4 მილონი სმარტფონის მიწოდება. შედარებისთვის, ერთი წლის წინ ბაზრის მოცულობა 315.6 მილიონ ერთეულს შეადგენდა. აღინიშნება, რომ დაფიქსირდა 2020 წლის მეორე კვარტლის შემდეგ ყველაზე ძლიერი ვარდნა. 

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობა, მაღალი ინფლაცია და ზოგადად მომხმარებელთა ნდობის დაქვეითება უარყოფითად აისახება სმარტფონების გაყიდვებზე. როგორც ჩანს, სმარტფონების მიწოდება უახლოეს მომავალში კვლავ შემცირდება. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Canalys 

მეორე კვარტლის შეჯამების შედეგების მიხედვით ბაზრის ლიდერი იყო სამხრეთკორეული გიგანტი Samsung, რომლის წილი დაახლოებით 21%-ს შეადგენდა. კომპანიის სმარტფონების მიწოდების მოცულობა წელიწადში 6%-ით გაიზარდა. მეორე პოზიციას იკავებს Apple 17%-ით (8%-იანი ზრდა), ხოლო სამეულს 14%-ით ხურავს Xiaomi (წლის ჭრილში მიწოდება 25%-ით შემცირდა). გარდა ამისა, ტოპ ხუთეულში შევიდნენ Oppo და Vivo, რომლებიც ფლობენ გლობალური ინდუსტრიის 10% და 9%-ს, შესაბამისად. ყველა სხვა მომწოდებლის სმარტფონების მიწოდების მოცულობამ ერთად შეადგინა 29%. 

სმარტფონების ბაზრის შემცირებაზე საუბრობს International Data Corporation (IDC). ამ კომპანიის მონაცემებით წლიური მიწოდება 8.7%-ით შემცირდა და 286 მილიონი ერთეული შეადგინა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.