Jump to content

Recommended Posts

Posted

Galaxy Z Fold4-ისა და Galaxy Z Flip4-ის ოფიციალური ევროპული ფასები ამჟამად გამოცანად რჩება. საინტერესოა, რომ Samsung უკვე იღებს შეკვეთებს ახალი თაობის დასაკეც Galaxy Z სმარტფონებზე. 

image.jpeg 

თუმცა არსებობენ წყაროები, რომელთაც შეუძლიათ ახალი მოწყობილობების მიახლოებითი ფასების დასახელება. პორტალ Gizpaw-ის ინფორმაციით ერთ-ერთმა ევროპულმა საცალო სავაჭრო ობიექტმა თავის ვებ-გვერდზე მიუთითა ფასები, მეხსიერების კონფიგურაციები და Galaxy Z Fold4 და Galaxy Z Flip4 სმარტფონების მოდელების ნომრები. სამწუხაროდ, ვებ-გვერდზე არ გამოქვეყნებულა ინფორმაციის წყაროები და არც ერთი სქრინშოთი.  

image.png 

image.png 

ნებისმიერ შემთხვევაში, მითითებული ფასები უჩვეულოა, რაც იმას ნიშნავს, რომ არ არის ოფიციალური. მოსალოდნელია, რომ Samsung სმარტფონების მოდელებს შემდეგნაირად შეაფასებს: 

Galaxy Z Flip4 (128 გბ) - 1079; 

Galaxy Z Flip4 (256 გბ) - 1159; 

Galaxy Z Flip4 (512 გბ) - 1279; 

Galaxy Z Fold4 (256 გბ) - 1849; 

Galaxy Z Fold4 (512 გბ) - 1999. 

როგორც Gizpaw აღნიშნავს, ამ ფასებიდან გამომდინარე Galaxy Z Flip4 და Galaxy Z Fold4 იქნება უფრო ძვირი, ვიდრე მათი წინამორბედები. თუმცა ფასები შესაძლოა ვარირებდეს 30-დან 100 ევროს ფარგლებში. რითეილერს ასევე არ გაუზიარებია ინფორმაცია 1 ტბ მეხსიერების მქონე Galaxy Z Fold4-ის შესახებ ცნობები, რომლის გამოშვებაც ასევე მოსალოდნელია. არსებობს მოსაზრება, რომ ეს ვარიანტი შესაძლოა ექსკლუზიური იყო კომპანიის შიდა ბაზრისთვის, ანუ სამხრეთი კორეისთვის. 

გავრცელებული ინფორმაციით კომპანია Samsung Galaxy Z Fold4-სა და Galaxy Z Flip4-ს 10 აგვისტოს დაგეგმილ ღონისძიება Galaxy Unpacked-ზე წარადგენს. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.