Magdalena Posted July 22, 2022 Posted July 22, 2022 19 ივლისს Bitcoin-ის ფასმა 14 ივნისის შემდეგ პირველად მიაღწია 23000 აშშ დოლარს. გასული დღის განმავლობაში აქტივის ღირებულება გაიზარდა თითქმის 3.5%-ით, წერის მომენტისთვის კრიპტოვალუტა დაახლოებით 23210 აშშ დოლარად იყიდება. BTC/USDT-ის საათობრივი გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView. ფლაგმანის კვალად მწვანე ზონაში გადავიდა კაპიტალიზაციის მხრივ ტოპ-10-ში შემავალი ყველა კრიპტოვალუტა. საუკეთესო დინამიკა დააფიქსირა Solana-მ - აქტივის ფასი 10.5%-ზე მეტად გაიზარდა. წყარო: CoinGecko. ბაზრის მთლიანი ღირებულება 1.1 ტრილიონ აშშ დოლარს მიუახლოვდა. Bitcoin-ის დომინირების ინდექსმა 40.3% შეადგინა. Glassnode-ის მიხედვით ინდიკატორი MVRV Z-Score 13 ივნისის შემდეგ ნულს ქვემოთ იმყოფება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ Bitcoin-ის საბაზრო ღირებულება რეალიზებულზე დაბალია. ისტორიულად, ეს მიუთითებს ბაზრის პოტენციურ ფსკერზე. ინდიკატორ MVRV Z-Score-ის დინამიკა. წყარო: Glassnode. Glassnode-ის ანალიტიკოსებმა ასევე აღნიშნეს Bitcoin-ის მიერ ფსკერის ფორმირების ნიშნები. სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ გრძელვადიანმა ინვესტორებმა განაახლეს კრიპტოვალუტის დაგროვება და ჰოდლერები არ ცდილობენ თავიანთი მონეტების მოშორებას. „შიშისა და სიხარბის ინდექსმა“ 30-ს მიაღწია, რაც ინვესტორების განწყობის გაუმჯობესებაზე მიუთითებს. 18 ივნისს მაჩვენებელი 2019 წლის აგვისტოს შემდეგ პირველად დაეცა უკიდურესად დაბალ, 6-იან ნიშნულზე. შეგახსენებთ, Grayscale Investments-ის აზრით კრიპტოზამთარი 2023 წლის მარტამდე დასრულდება. https://tinyurl.com/2p8eeb5w Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.