Jump to content

Squad - რეალისტური ტაქტიკური შუთერი


Recommended Posts

Posted

 

ძალიან მიკვირს, რომ ეს თამაში ქართველებში არც თუ ისე პოპულარულია. მე რა შუთერებიც მითამაშია ყველაზე რეალისტური, ლამაზი და საინტერესო სქუადია.

ეს თამაში Arma III -ს სტილშია, ოღონდ ბევრად დახვეწილი გრაფიკით, მეტი იარაღით და მეტი შესაძლებლობებით, ატმოსფერული-რეალისტური ხმებით, ასევე თავის უზარმაზარი რუკებით. არ გეგონოთ Call of duty და Battlefield-ვით არკადული. საკმაოდ რთული სათამაშოა. 

თამაშში 100 კაცი მონაწილეობს და იყოფა 2 ნაწილად, ანუ თამაშობენ 50/50-ზე. არანაირი ბოტები.

 

 

მოკლედ ამ თამაშს თუ იყიდით ნამდვილად არ ინანებთ. და მერე შეგვიძლია რამოდენიმე კაციანი ქართული სქუადიც ჩამოვაყალიბოთ ;)

 

Posted
1 hour ago, brevalo said:

და მერე შეგვიძლია რამოდენიმე კაციანი ქართული სქუადიც ჩამოვაყალიბოთ

როგორი სტილისაა აუცილებელია თამაშისას კომუნიკაცია სქუადმემბერებტან თუ მაგეების გარეშეც მოსულა თამაში?  ვერ ვიტან ვიღაცეების ტლიკინი რო მესმის

bf5-ში ეგაა კარგად რეალიზებული რო გუნდური შეწყობილი თამაში ლაპარაკის და ხმაურის გარეშეც შეიძლება

Posted
2 minutes ago, david_888 said:

როგორი სტილისაა აუცილებელია კომუნიკაცია თუ მაგეების გარეშე მოსულა თამაში? ანუ კომუნიკაციის გარეშე, ვერ ვიტან ვიღაცეების ლაპარაკს თამაშის დროს

შეგიძლია დაამუთო ვინც ბევრს ლაპარაკობს :D

თუ რიგითი სქუადის წევრი ხარ, შეგიძლია ხმა არ ამოიღო და ჩუმად ითამაშო, მაგრამ მაინც სასურველია კონტაქტზე ყოფნა ტაქტიკების დასაგეგმად და სამოქმედოდ. Squad Leader-მა აუცილებლად უნდა გამოიყენოს მიკროფონი, რადგან ისე ძალიან რთული იქნება 9 კაციანი სქუადის კონტროლი. 

მეც საერთოდ ვერ ვამუღამებდი მულტიპლეიერ თამაშებს  და მითუმეტეს შუთერებს, მაგრამ ეს იმენა სხვა ხილია. მოკლედ რევიუებს გადახედე და ნახე. თუ საშენოა შეგიძლია შეიძინო. ნაღდად არ ინანებ  ;)

 

Posted

არამგონია ისე მომეწონოს, არც არმა მომეწონა და არც ტარკოვის მოსინჯვის სურვილი გამჩენია, რაღაც ვერ ვკაიფობ ესეტი სტილის თამაშებზე, უფასოდ თუ გაიჩითა ვცდი

2 minutes ago, brevalo said:

მეც საერთოდ ვერ ვამუღამებდი მულტიპლეიერ თამაშებს  და მითუმეტეს შუთერებს, მაგრამ ეს იმენა სხვა ხილია. მოკლედ რევიუებს გადახედე და ნახე. თუ საშენოა შეგიძლია შეიძინო. ნაღდად არ ინანებ

საჩემო battlefield-ია და კი ვთამაშობ 10 წელია უკვე, 3-დან მოყოლებული ყველა ნაყიდი მაქ (2142-ს გარდა, ამის ყიდვას არ ვაპირებ არ მომეწონა) cod არასოდეს მომწონდა

Posted
9 minutes ago, david_888 said:

არამგონია ისე მომეწონოს, არც არმა მომეწონა და არც ტარკოვის მოსინჯვის სურვილი გამჩენი

არმა მოსაწყენია. და სქუადში თუ თამაში აეწყო, ისეთი შეტაკებები და ეფექტებია, მიმიქარავს ჰოლივუდის ყველაზე მაგარი ბლოკბასტერი:))))

ნება შენია მოკლედ. მერე თუ გადაწყვეტ ყიდვას, მომწერე აქ ან ფორუმზე 👍

 

 

Posted

ძალიან მაგარი თამაშია, კაი ხანი ვთამაშობდი. ვისაც რეალიზმი უნდა ესაა. ნუ ტარკოვისგან აბსოლუტურად განსხვავდება, სულ სხვა სტილის თამაშია ტარკოვი.

აი ბატელფილდს და ეგეთ შუთერებს მომკლალი და ვერ ვითამაშებ ონლაინში 🤣

საერთოდ რეალიზმს მოკლებულია..

Posted
3 minutes ago, მშვილდოსანი said:

აი ბატელფილდს და ეგეთ შუთერებს მომკლალი და ვერ ვითამაშებ ონლაინში 🤣

საერთოდ რეალიზმს მოკლებულია..

რეალიზმი ცხოვრებაშიც მეყოფა, იქ ფსევდორეალიზმია, bf კაი გასართობია, 4-ე წელია უკვე ვუბერავ 5-ს

Posted
1 hour ago, მშვილდოსანი said:

ძალიან მაგარი თამაშია, კაი ხანი ვთამაშობდი. ვისაც რეალიზმი უნდა ესაა. ნუ ტარკოვისგან აბსოლუტურად განსხვავდება, სულ სხვა სტილის თამაშია ტარკოვი.

აი ბატელფილდს და ეგეთ შუთერებს მომკლალი და ვერ ვითამაშებ ონლაინში 🤣

საერთოდ რეალიზმს მოკლებულია..

თუ კიდე თამაშობ ხოლმე 2 კაციანი BTR-ის ან ვერტმფრენის (Heli+Gunner) სქუადი გავაკეთოთ. სულ გერმანელებთან და რუსებგან მიწევს თამაში:))))

ეხლა შავი ზღვის სანაპიროს რუკაც დაემატა თავის ამფიბია ბეტეერებით. (ქართული ეკლესიაც ჩასვეს :) )

ჩემი სტიმის ნიკია brevalo და დამიმატე.

Posted

დაგიმატე :)

კაი ხანი არ მითამაშია, ისე მაგ ვერტალიოტის ტარება ვერ დავამუღამე, რა მურტალი რამეა, რამდენი ვეჩალიჩე დასმით ვერ დავსვი ვერცერთხელ😀

Posted
12 minutes ago, მშვილდოსანი said:

დაგიმატე :)

კაი ხანი არ მითამაშია, ისე მაგ ვერტალიოტის ტარება ვერ დავამუღამე, რა მურტალი რამეა, რამდენი ვეჩალიჩე დასმით ვერ დავსვი ვერცერთხელ😀

ზუსტად გუშინ დავამუღამე ვერტალიოტის დასმა :D

c-ს რო დააჭერ ქვედა კამერა ირთვება და მაგით უნდა არეგულირო. ცოტა საფრთხილო ხელოვნებაა, მაგრამ როცა დაამუღამებ მერე ადვილია:))

სადღაც 1 საათში შემოვალ და თუ გინდა ვითამაშოთ

Posted

ეხლა არც მიყენია, ვინდი გადავაყენე და აღარ გადმომიწერია 😀

თუ შემოვედი მოგწერ და შევუბეროთ 👍

  • 2 months later...
Posted

სალამი სადმე არი რამე ჯგუფი ქართველების ? ეხლა ვიწერ და მაინტერერსებს

 

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.