Magdalena Posted July 20, 2022 Posted July 20, 2022 აგვისტოში კომპანია Samsung დააანონსებს დრეკად სმარტფონებს Galaxy Z Fold 4-სა და Z Flip 4-ს. ET News-ის პუბლიკაცია შეიცავს ცნობებს მომავალი წლის მოდელების - Galaxy Z Fold 5-სა და Z Flip 5-ის შესახებ. სტატიაში საუბარია ამ მოწყობილობების პროცესორებს, კამერებსა და წარმოების სავარაუდო მოცულობასთან დაკავშირებით. მწარმოებელ კომპანიასთან დაახლოვებული წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ მომავალი წლის დრეკად სმარტფონებში წარმოდგენილი იქნება პროცესორი Snapdragon 8 Gen 2. Qualcomm-ის ამ ჩიპის ანონსი მოსალოდნელია მიმდინარე წლის ნოემბერში. Z Fold 5-ს ექნება სამი კამერა, ძირითადი მოდული აგებული იქნება 50-მეგაპიქსელიან სენსორ ISOCELL GN3-ზე, ფრონტალური კამერის გაფართოება კი 12 მეგაპიქსელია. Z Flip 5-ის კამერების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია მიუწვდომელია. სამაგიეროდ ცნობილია, რომ Samsung აპირებს გაყიდოს Z Fold 5-ისა და Z Flip 5-ის 10 მილიონზე მეტი ეგზემპლარი, რომლებიც გამოჩნდება 2023 წლის მეორე ნახევარში. ეს ნიშნავს, რომ გამოვა Z Flip 5-ის 8 მილიონი და Z Fold 5-ის 2 მილიონი ერთეული. რაც შეეხება მიმდინარე წელს მოსალოდნელ Galaxy Z Fold 4-სა და Z Flip 4-ს, ისინი, სავარაუდოდ, ერთად გაიყიდება ჯამში 15 მილიონი ეგზემპლარი. Samsung-ს ჯერ არ დაუსახელებია მორიგ ღონისძიება Unpacked-ის ჩატარების კონკრეტული თარიღი. ცოტა ხნის წინ ითქვა, რომ ეს მოხდება 10 აგვისტოს. ამ დღეს უნდა დაანონსდეს Galaxy Z Fold 4, Z Flip 4 და სმარტ-საათი Galaxy Watch 5 / Watch 5 Pro. მათი გაყიდვის დაწყების თარიღია 26 აგვისტო, წერს Gizmochina. https://tinyurl.com/576rbmyh Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.