Jump to content

Recommended Posts

Posted

გვისტოში კომპანია Samsung დააანონსებს დრეკად სმარტფონებს Galaxy Z Fold 4-სა და Z Flip 4-ს. ET News-ის პუბლიკაცია შეიცავს ცნობებს მომავალი წლის მოდელების - Galaxy Z Fold 5-სა და Z Flip 5-ის შესახებ. სტატიაში საუბარია ამ მოწყობილობების პროცესორებს, კამერებსა და წარმოების სავარაუდო მოცულობასთან დაკავშირებით. 

მწარმოებელ კომპანიასთან დაახლოვებული წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ მომავალი წლის დრეკად სმარტფონებში წარმოდგენილი იქნება პროცესორი Snapdragon 8 Gen 2. Qualcomm-ის ამ ჩიპის ანონსი მოსალოდნელია მიმდინარე წლის ნოემბერში. 

Z Fold 5-ს ექნება სამი კამერა, ძირითადი მოდული აგებული იქნება 50-მეგაპიქსელიან სენსორ ISOCELL GN3-ზე, ფრონტალური კამერის გაფართოება კი 12 მეგაპიქსელია. Z Flip 5-ის კამერების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია მიუწვდომელია. 

image.jpeg 

სამაგიეროდ ცნობილია, რომ Samsung აპირებს გაყიდოს Z Fold 5-ისა და Z Flip 5-ის 10 მილიონზე მეტი ეგზემპლარი, რომლებიც გამოჩნდება 2023 წლის მეორე ნახევარში. ეს ნიშნავს, რომ გამოვა Z Flip 5-ის 8 მილიონი და Z Fold 5-ის 2 მილიონი ერთეული. რაც შეეხება მიმდინარე წელს მოსალოდნელ Galaxy Z Fold 4-სა და Z Flip 4-ს, ისინი, სავარაუდოდ, ერთად გაიყიდება ჯამში 15 მილიონი ეგზემპლარი. 

Samsung-ს ჯერ არ დაუსახელებია მორიგ ღონისძიება Unpacked-ის ჩატარების კონკრეტული თარიღი. ცოტა ხნის წინ ითქვა, რომ ეს მოხდება 10 აგვისტოს. ამ დღეს უნდა დაანონსდეს Galaxy Z Fold 4, Z Flip 4 და სმარტ-საათი Galaxy Watch 5 / Watch 5 Pro. მათი გაყიდვის დაწყების თარიღია 26 აგვისტო, წერს Gizmochina. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.