Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

ტაივანურმა კომპანია ASUS-მა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს პროდუქციის ფართო სპექტრს კომპიუტერის მაკომპლექტებლებით დაწყებული - გეიმინგ პერიფერიითა და როუტერებით დამთავრებული, ოფიციალურად გამოაცხადა სამომავლო კომპაქტურ ფლაგმანურ სმარტფონ Zenfone 9-ს ანონსის თარიღი - 28 ივლისი. შეგახსენებთ, რომ Zenfone 8-ს გამოსვლიდან უკვე წელიწადზე მეტია გასული. 

ხალი სმარტფონის ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი მახასიათებელი იქნება ეკრანის დიაგონალი, რომელიც მხოლოდ 5.9 დუიმს შეადგენს. ამრიგად, სმარტფონი ბევრი კონკურენტი ფლაგმანური მობილური მოწყობილობისგან განსხვავებით შედარებით კომფორტული იქნება ერთი ხელით მუშაობისთვის. ინსაიდერების წყალობით ცნობილია მომავალი სიახლის სხვა მახასიათებლებიც - მაგალითად, სხვა უმაღლესი სეგმენტის სმარტფონების მსგავსად იგი დაფუძნებული იქნება Qualcomm Snapdragon 8 Plus Gen 1 SoC-ზე. 

წინასწარი მონაცემებით Zenfone 9-ს მოდიფიკაციების ოპერატიული მეხსიერების მოცულობა იქნება 8, 12 ან 16 გბ, ფლეშ-მეხსიერებისა კი - 128, 256 ან 512 გბ. ასევე ცნობილია, რომ წარმოდგენილი იქნება 50-მეგაპიქსელიანი სენსორი Sony IMX766, ბატარეის მოცულობა კი იქნება 4300 მა/სთ სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერით. სმარტფონის დამატებითი უპირატესობებიდან აღსანიშნავია წყლისა და მტვრისგან დაცვა IP68 სტანდარტის შესაბამისად და 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი ყურსასმენისთვის, რაც ბევრ სხვა ფლაგმანზე ხელმისაწვდომი არ არის. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.