Magdalena Posted July 12, 2022 Posted July 12, 2022 როგორც წესი, შემოდგომის დასაწყისისთვის Apple-ისგან მოსალოდნელია ახალი თაობის iPhone-ების ანონსი. iPhone 14 სერიის მოწყობილობების გამოჩენის მოლოდინში მათ შესახებ არაოფიციალური ინფორმაცია ინტერნეტში პერიოდულად ქვეყნდება. ინსაიდერი iHacktu ileaks წერს, რომ ამ სმარტფონების ანონსი 13 სექტემბრისთვის არის დაგეგმილი. აშშ-ში წინასწარი შეკვეთები 16 სექტემბერს დაიწყება, გაყიდვები კი - 23 სექტემბერს. ეს ყველაფერი Apple-ის ოფიციალური პირების მიერ ჯერ არ დადასტურებულა. მოსალოდნელია iPhone 14, iPhone 14 Max, iPhone 14 Pro და iPhone 14 Pro Max მოდელების გამოშვება. iPhone 14 და 14 Pro-ს ექნება 6.1-დუიმიანი ეკრანები, ხოლო 14 Max-ისა და 14 Pro Max-ის ეკრანის დიაგონალი იქნება 6.7 დუიმი. Pro და სტანდარტულ მოდელებს შორის განსხვავება დიდი არ იქნება. Pro მოდელს ეკრანზე მოზრდილი ჭრილის ნაცვლად კამერის ქვეშ ექნება მრგვალი ჭრილი, სმარტფონები იმუშავებენ პროცესორ A16 Bionic-ზე. დანარჩენ მოდელებში წარმოდგენილი იქნება გასული წლის პროცესორი. iPhone 14-თან ერთად შესაძლოა ველოდოთ სმარტ-საათ Apple Watch Series 8-ის ანონსს, წერს Gizmochina. https://tinyurl.com/yd2t8h8d
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now