Magdalena Posted July 7, 2022 Posted July 7, 2022 კომპანია Xiaomi-მ ჩაატარა ღონისძიება და წარადგინა მთელი რიგი ახალი მოწყობილობები. მთავარი სიახლეები იყო Xiaomi 12S სერიის სმარტფონების ანონსი, მათ შემდეგ კი წარდგენილ იქნა ლეპტოპები Xiaomi Book Pro 2022. მოწყობილობებში ხელმისაწვდომია 14- და 16-დუიმიანი მოდელები. Xiaomi Book Pro 14 2022-ს აქვს OLED E4 პანელი ფერის კორექციის ალგორითმ Xiaomi 3D LUT-ის მხარდაჭერით. გაფართოება შეადგენს 2880 х 1800 პიქსელს, დისპლეი იკავებს კორპუსის ფართობის 90%-ს, გვერდების შეფარდებაა 16:10. ეკრანის მაქსიმალური სიკაშკაშის მაჩვენებელია 600 ნიტი, მხარდაჭერილია 100%-იანი DCI-P3 და 100%-იანი sRGB ფერთა გამები. კორპუსი დამზადებულია საავიაციო ალუმინის შენადნობისგან მაღალტექნოლოგიური კვეთის პროცესის გამოყენებით. ლეპტოპი იწონის მხოლოდ 1.5 კგ-ს, კორპუსის სისქეა 14.9 მმ. ლეპტოპში მოცემულია მე-12 თაობის Intel Core P პროცესორი, მათ შორისაა მოდელი Core i5-1240P გაუმჯობესებული ჰეტეროგენური არქიტექტურით, 12 ბირთვით და 16 ნაკადით, ტაქტის სიხშირეა 4.4 გჰც აჩქარებისას, TDP-ის დონე - 35 ვატამდე. LPDDR5-5200 მეხსიერების მოცულობაა 16 გბ, PCIe 4.0 SSD-ის - 512 გბ-მდე, დამტენი მოწყობილობა დამზადებულია გალიუმის ნიტრიდზე და მისი სიმძლავრე შეადგენს 100 ვატს, მოცემულია 56 ვტ/სთ მოცულობის ბატარეა და ორი სრულად ფუნქციონალური პორტი USB3.2 Gen2. ხელმისაწვდომია PD და DP 1.4 დამუხტვა, ინტერფეისი Thunderbolt 4 და 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. მხარდაჭერილია სერტიფიკატები Dolby Vision, VESA Display HDR 500, TÜV Rheinland ლურჯი გამოსხივების მცირე დონით და ორმაგი სერტიფიკაცია Eye Care Display თვალების დაცვისთვის. ინტელექტუალურ სინათლისადმი მგრძნობიარე სენსორ Light Sensor-ს შეუძლია ავტომატურად დაარეგულიროს ეკრანისა და კლავიატურის სიკაშკაშე. Book Pro 14 2022 გახდა Xiaomi-ს პირველი ლეტოპი სენსორული ეკრანით. მხარდაჭერილია ათწერტილიანი მაღალი სიზუსტის შეხება და Windows 11. Xiaomi-ს საფირმო სენსორული პანელი მგრძნობიარეა ზეწოლის მიმართ. თხელ და მსუბუქ კორპუსში წარმოდგენილია ორი ქულერი, ორი საჰაერო ჭრილი, ორი 8+6-მილიმეტრიანი სითბური მილი. მოწყობილობა მუშაობს Windows 11-ზე პროგრამულ უზრუნველყოფა Xiaomi MIUI +, Xiaomi Computer Assistant, XiaoAI-სთან ერთად. Xiaomi Book Pro 16 2022-ს 16-დუიმიანი ეკრანი აქვს. დიზაინი და მასალები თითქმის არ განსხვავდება Xiaomi Book Pro 14-სგან. კორპუსის სისქე მის შემთხვევაში შეადგენს 14.9 მილიმეტრს, ბატარეის მოცულობა გაიზარდა 70 ვტ/სთ-მდე. Intel Core i5 პროცესორზე მოქმედი Book Pro 14 2022-ის ფასია 5899 იუანი (დაახლოებით 880.67 $), ამავე პროცესორის მქონე Pro 16 2022 მოდელისა კი - 7399 იუანი (დაახლოებით 1 104.61 $). ჩინეთში ლეპტოპების გაყიდვა დაიწყება 8 ივლისიდან. https://tinyurl.com/2yhynztw Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.