Magdalena Posted July 6, 2022 Posted July 6, 2022 ოფიციალური ანონსის წინა დღეს Xiaomi-მ გამოაქვეყნა თიზერები, სადაც წარმოდგენილია Xiaomi 12S Pro სმარტფონის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები. ამრიგად, დადასტურდა, რომ სმარტფონს ექნება Snapdragon 8+ Gen 1 პროცესორი და შეძლებს ქულების რეკორდული რაოდენობის დაგროვებას AnTuTu-ს ტესტში. ასევე დადასტურდა ინფორმაცია 120-ვატიანი მაღალსიჩქარიანი დამუხტვის მხარდაჭერისა და Leica-სთან ერთად შემუშავებული მძლავრი კამერების ნაკრების შესახებ. ფოტოს წყარო: weibo.com Xiaomi 12S სერიაში შედის მოდელები Xiaomi 12S, 12S Pro და ყველა დიდი მოლოდინის მქონე Xiaomi 12S Ultra. ჩინურმა კომპანიამ გადაწყვიტა გაეზიარებინა სერიის შუალედური მოდელის - Xiaomi 12S Pro-ს შესახებ ინფორმაცია. ისევე, როგორც Ultra ინდექსის მქონე უფროს ვერსიას, Xiaomi 12S Pro მოდელსაც ექნება ახალი პროცესორი Snapdragon 8+ Gen 1. მისი წარმადობა შთამბეჭდავია: Xiaomi-ს თქმით AnTuTu-ს ტესტში სმარტფონმა რეკორდი დაამყარა - მოაგროვა 1113135 ქულა. შედარებისთვის, ივნისის რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა გეიმინგ სმარტფონმა Black Shark 5 Pro-მ 1040111 ქულით. Xiaomi 12S Pro-ს ძირითად კამერაში წარმოდგენილი იქნება 50-მეგაპიქსელიანი სენსორი Sony IMX 766. მას ახლავს 50-მეგაპიქსელიანი ტელეობიექტივი ორმაგი ოპტიკური ზუმით, აგრეთვე ფართოკუთხიანი 50-მეგაპიქსელიანი კამერა 115°-იანი ხედვის კუთხით. კამერების ნაკრები Xiaomi 12 Pro-ს იდენტურია, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ Leica-ს თანამონაწილეობა რაიმე სასიკეთო გავლენას მოახდენს. Xiaomi 12S Pro-ს ასევე ექნება 6.73-დუიმიანი QHD+ AMOLED დისპლეი 120 ჰერცი განახლების სიხშირით და მაქსიმალური სიკაშკაშე - 1500cd/m². და ბოლოს, სმარტფონის კიდევ ერთი უპირატესობა იქნება 120-ვატიანი დამუხტვის შესაძლებლობა მუშაობის ორი რეჟიმით: პირველში ბატარეის მოცულობის 100% ივსება 19 წუთში, მეორეში - 25 წუთში. https://tinyurl.com/5n7r2vue Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.