Magdalena Posted July 1, 2022 Posted July 1, 2022 ცნობილ ანალიტიკოს Ming-Chi Kuo-ს განცხადებამ კომპანია Qualcomm-ის აქციების ღირებულების 3.5%-ით ზრდა განაპირობა. პროგნოზის ავტორი ამტკიცებს, რომ Apple-ის მცდელობები - საკუთარი სმარტფონებიდან Qualcomm-ის მოდემები გამოდევნოს, წარმატებული ჯერ არ არის და სამომავლო თაობის iPhone-ებში სწორედ ხსენებული კომპანიის პროდუქტები იქნება გამოყენებული. შეგახსენებთ, რომ გარკვეული პერიოდის წინ Apple-მა Intel-ისგან გამოისყიდა მობილური მოდემების წარმოების ბიზნესი, რომელიც Intel-ს Infineon-სგან გააჩნდა. მთელი ეს დრო Apple ცდილობდა შეექმნა საკუთარი კონკურენტუნარიანი მოდემები სმარტფონებისთვის, მაგრამ მომავალი წლის მეორე ნახევარში Qualcomm-ს ექნება უფრო მიმზიდველი შემოთავაზებები, რაც Apple-ს აიძულებს თავი შეიკავოს 2023 წლის iPhone-ებში საკუთარი წარმოების მოდემების განთავსებისგან. ეს სიტუაცია Apple-ს არ აიძულებს უარი თქვას მოდემების სამომავლო შემუშავებაზე, უბრალოდ მომდევნო თაობის iPhone-ებში კვლავ Qualcomm-ის პროდუქტები იქნება გამოყენებული. https://tinyurl.com/2m3wcumj Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.