Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Qualcomm-მა განაცხადა, რომ ყოველწლიურ ღონისძიება Snapdragon Tech Summit 2022 14-დან 17 ნოემბრამდე პერიოდში ჩატარდება. როგორც მოსალოდნელია, ერთ-ერთი მთავარი ანონსი იქნება ფლაგმანურ მობილურ პროცესორ Snapdragon 8 Gen2-ის პრეზენტაცია. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Qualcomm 

შეგახსენებთ, ამჟამინდელი ჩიპი Snapdragon 8 Gen1 წარდგენილ იქნა გასული წლის 30 ნოემბერს ღონისძიება Snapdragon Tech Summit-ის ფარგლებში. ეს პროცესორი შეიცავს რვა ბირთვს, რომელთა შორისაა მძავრი ბირთვი Kryo Prime ტაქტის სიხშირით 3.0 გჰც-მდე, სამი ბირთვი Kryo Performance სიხშირით 2.5 გჰც და ოთხი ბირთვი Kryo Efficiency – 1.8 გჰც სიხშირით. 

image.jpeg 

პროცესორ Snapdragon 8 Gen2-ს, ამჟამად არსებული ცნობების თანახმად, ექნება ოთხკლასტერიანი არქიტექტურა კონფიგურაციით 1 + 2 + 2 + 3. სავარაუდოდ წარმოდგენილი იქნება ერთი მძლავრი ბირთვი Cortex X3 (Makalu-Elp), ორი ბირთვი Cortex A720 (Makalu), ორი ბირთვი Cortex A710 (Matterhorn) და სამი ბირთვი Cortex A510 (Klein-R1). 

ახალ ჩიპის შემადგენლობაში ასევე შევა გრაფიკული ამაჩქარებელი Adreno 740 და 5G მოდემი. ჩიპს დაამზადებს კომპანია TSMC 4-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის გამოყენებით. Snapdragon 8 Gen2-ის ბაზაზე აწყობილი ერთ-ერთი პირველი სმარტფონები სავარაუდოდ იქნება Xiaomi 13 და Xiaomi 13 Pro. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.