Magdalena Posted June 29, 2022 Posted June 29, 2022 ზოგიერთ მაინინგ კომპანიას პრობლემები შეექმნა Bitcoin-ის მაინინგ აღჭურვილობით უზრუნველყოფილი სესხების მომსახურებისას. Bloomberg-ის შეფასებით მთლიანი რისკი კრედიტორებისთვის შეიძლება 4 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდეს. ეს სიტუაცია შეიქმნა როგორც კრიპტოვალუტების ბაზარზე ვითარების გაუარესების, ასევე ASIC მოწყობილობების უარყოფითი გადაფასების გამო. ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე მაინერმა გამოაცხადა დეფოლტი საკუთარ კრედიტებზე, მაგრამ მოპოვებული Bitcoin-ების ცოტა ხნის წინანდელი გაყიდვები კრიზისის ნიშნებს დემონსტრირებს. სააგენტომ გაიხსენა Core Scientific-ის მიერ 2000 BTC-ის რეალიზაცია საოპერაციო ხარჯების დასაფარად და Bitfarms 3000 BTC Galaxy Digital Holdings Ltd-ის მიერ 100 მლნ აშშ დოლარისა - სესხის ნაწილის დასაფარად. ASIC-მოწყობილობების ფასების დინამიკა Bloomberg პროგნოზირებს პრობლემების გამწვავებას ინდუსტრიაში Bitcoin-ის ფასის კორექციის გაგრძელების შემთხვევაში. ამან შეიძლება გამოიწვიოს მოწყობილობების შეფასების შემდგომი კორექტირება და კრედიტორების მიერ მათი გაყიდვა. Luxor Technologies Corp.-ის თანახმად პოპულარულ Antminer S19-ის ფასი ნოემბერში არსებულ 10 ათას აშშ დოლართან შედარებით დაახლოებით 47%-ით დაეცა. „მაინინგ კომპანიებს პრობლემები აქვთ. ბევრი ოპერაცია წამგებიანი გახდა. აღჭურვილობის ღირებულება მკვეთრად შემცირდა [...]. ამას ამძაფრებს ელექტროენერგიის არასტაბილური ფასები და მონაცემთა ცენტრის სივრცის შეზღუდულობა“, - განაცხადა ლუკა იანკოვიჩმა, Galaxy Digital-ის დაკრედიტების ხელმძღვანელმა. ეს უკანასკნელი, ისევე როგორც NYDIG, BlockFi, Celsius Network, Foundry Networks და Babel Finance, აქტიურად გასცემდა სესხებს აღჭურვილობისთვის, განაცხადა ითან ვერამ, მაინინგ-პულ Luxor Technologies-ის თანადამფუძნებელმა. მისი თქმით მათ აწუხებთ სასესხო პორტფელების „მდგომარეობა“ განსაკუთრებით მათ, ვისაც უზრუნველყოფის (გირაოს) მაღალი კოეფიციენტები აქვთ. სპეციალისტმა ასეთი სესხების მოცულობა 4 მილიარდ აშშ დოლარად შეაფასა. Bitcoin-ის მოპოვების თვითღირებულება Arcane Research-ის ანალიტიკოს იარან მელერუდის შეფასებით ელექტროენერგიის საშუალო ფასების პირობებში უახლესი ASIC მოწყობილობების გამოყენებისას 1BTC-ის მაინინგის ღირებულება შეიძლება იყოს 8 ათასი აშშ დოლარი. მომგებიანობის შენარჩუნების შემთხვევაშიც კი ზოგიერთ კომპანიას გაუჭირდება Bitcoin-ის გაყიდვის გარეშე სასესხო ვალდებულებების შესრულება, აღნიშნა ექსპერტმა. Securitize Capital-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვილფრედ დეიმ დაუშვა რამდენიმე მაინერის ბაზრიდან გასვლის ალბათობა, რომლებმაც დაკარგეს პოზიტიური ფულადი ნაკადების გენერირების შესაძლებლობა და შეიძინეს ძვირადღირებული აღჭურვილობა. ექსპერტის თქმით ზედნადები ხარჯებისა და სესხების პროცენტების გათვალისწინებით მათთვის 1 BTC-ის მაინინგის ღირებულებამ 20 000 აშშ დოლარს შეიძლება გადააჭარბოს. „მათ იყიდეს ათიათასობით მოწყობილობა, შეთანხმდნენ ჰოსტინგზე, შეიტანეს დეპოზიტები და ახლა ვერ ასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს“, - განმარტა დეიმ. Compass Mining-ის კონტენტის დირექტორმა უილ ფოქსმა განაცხადა, რომ გაიზარდა დანახარჯები კაპიტალის მოძიებაზე რისკების სურვილის შემცირების გამო. შეგახსენებთ, რომ 22 ივნისს Bitcoin-ის ქსელის ჰეშრეიტი დაეცა 200 EH/s-ზე ქვემოთ. 11 ივნისს იგი შეადგენდა ყველაზე მაღალ 231 EH/s-ს. მანამდე Glassnode-ის ანალიტიკოსებმა დააფიქსირეს მაინერების კაპიტულაცია მას შემდეგ, რაც Bitcoin-ის ფასი 20 ათას აშშ დოლარზე ჩამოვიდა. https://tinyurl.com/y8cfhj7k Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.