Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

ინსაიდერები და მობილური გაჯეტების ექსპერტები აცხადებენ, რომ ჩინური კომპანიები უკვე ავითარებენ ტექნოლოგიას სმარტფონების 240-ვატიანი ულტრასწრაფი დამუხტვისთვის USB Type-C კონექტორის გამოყენებით (24 V × 10 A). დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ Oppo მუშაობს ამ ტიპის დამტენზე, ასევე სავარაუდოა, რომ ზოგიერთი კონკურენტი, როგორიცაა Xiaomi, მას არ ჩამორჩება. 

ადრე ბარსელონაში MWC 2022 ღონისძიებაზე Oppo-მ გააზიარა რამდენიმე დეტალი 240-ვატიანი SuperVooc დამუხტვის შესახებ - გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოწყობილობა მომხმარებელს საშუალებას მისცემს 4500 მა/სთ მოცულობის ბატარეა 0%-დან 100%-მდე სულ რაღაც 9 წუთში დატენოს. მრავალი ექსპერტის აზრით დამუხტვის სიმძლავრე 200-240 ვატი გახდება ახალი სტანდარტი მრავალი ფლაგმანურსმარტფონისთვის მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ Vivo გეგმავს მალე გამოუშვას iQOO 10 Pro მოდელი 200-ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერით. 

ამ ყველაფერთან ერთად ზოგი სმარტფონის მომხმარებელი სამართლიანად აღნიშნავს, რომ ინჟინრებისთვის ძალისხმევის უფრო საინტერესო ვექტორი იქნება ლითიუმ-პოლიმერული ბატარეების მოცულობის გაზრდა ან სმარტფონის კორპუსში რამდენიმე ბატარეის განთავსება, რათა გაზარდოს მუშაობის დრო „ერთ დამუხტვაზე“. ამჟამად დიდი მოცულობის ბატარეები უმეტესად წარმოდგენილია არც ისე მოწინავე კომპონენტენზე აგებულ დაცულ სმარტფონებში, ფლაგმანური მოდელების მწარმოებლები კი უმეტესად ცდილობენ კორპუსის სისქეს რამდენიმე მილიმეტრი მოაკლონ, ვიდრე იმას, რომ სმარტფონმა გაცილებით დიდხანს იმუშაოს დამატებითი ენერგიის შევსების გარეშე. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.